27.12.2010

პირველი სემესტრის პატარა წარმატებები

2010-2011 სასწავლო წლის პირველი  სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების მიხედვით გამოვლინდა 5ბ კლასის  7  წარჩინებული მოსწავლე: 

მიშიკო შანშაშვილი


საბა გაფრინდაშვილი 
ლუკა ნებიერიძე

ხატია პაპიაშვილი


ანა ბადალიანი
ლუკა მალუტაშვილი


გილოცავთ წარმატებას ჩემო კარგებო !

06.12.2010

ინტელექტუალური კონკურსი ,,გახსოვდეთ ტაო კლარჯეთი"

6 დეკემბერს  სკოლაში, რელიგიის მასწავლებლის ნინო ბიძინაშვილი ინიციატივით ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5ბ კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების  შექმნა . მოსწავლეებმა  წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და  წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 5ა (გუნდი ,,სამება"), 5ბ (გუნდი ,,სვეტიცხოველი")5გ (გუნდი ,,ტაო" ) კლასების მოსწავლეები.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს   ოთხი დავალება :
  • მუშაობა რუკაზე
  •  ისტორიული ცხრილების შევსება
  •  ტაძრის გამოცნობა ფოტო სურათის მიხედვით
  •  და კენჭისყრით შერჩეული ტაო - კლარჯეთის ერთერთი ტაძრის პრეზენტაცია.
პირველ ორ  კონკურსში ყველა ჯგუფმა მოაგროვა ქულათა თანაარი რაოდენობა, მესამე კონკურსში დაწინაურდნენ   გუნდები  ,,სამება "(5ა კლ ) და ,,ტაო" (5გ კლ ), ხოლო მეოთხე  კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - ,,ტაო" (5გ კლ)
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციისგან დაჯილდოვდა ექსკურსიით თბილისში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (ოქროს ფონდი).
კონკურსის საპატიო სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი),  რუსთავის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 5ბ კლასის გუნდის წევრები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით   მამა მიქაელს გამხნევებისთვის !!!ასევე მადლობას ვუხდით 9ა კლასის მოსწავლეს : გიორგი ლაბაძეს  და 6ბ კლასის მოცეკვავეებს  და  ,რომლებმაც ჩვენი კონკურსი გაალამაზეს  ქართული ცეკვებით !

30.11.2010

ინტელექტუალური შერკინება მათემატიკაში

30 ნოემბერს ჩვენი კლასის ჯგუფმა ,,სამკუთხედმა" მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ ვიქტორინაში , რომელიც ჩაატარეს მათემატიკის მასწავლებლებმა გალინა აბულაძემ და ნინო მარგველაშვილმა ჩვენი სკოლის 5 კლასის მოსწავლეებს  შორის. ვიქტორინა შედგებოდა 4 კონკურსისგან : პირველი კონკურსის დავალებები ფასდებოდა 1 ქულით; მეორე კონკურსის-3 ქულით; მესამე კონკურსის - 5 ქულით; ბოლო , მეოთხე კონკურსი - 3 ქულით. ამის გარგა ნინო მარგველაშვილი უსვავდა კითხვებს გულშემატკივრებს , რომელთა სწორი პასუხი დამატებით 1 ქულას მატებდა მათ გუნდს. ვიქტორინის დასასრულს გუნდის კაპიტანს უსვავდნენ 10 ბლიც კითხვას .
ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი ორი კონკურსი, სამწუხაროდ შემდგომ ეტაპებზე ვერ შევძელით მაქსიმალური ქულების შეგროვება და ამჯერად დავჯერდით ამ შესანიშნავ მათემატიკურ ვიქტორინაში  მხოლოდ მონაწილეობით .
გულწრფელად ვუხდიდ დიდ მადლობას ჩვენ მათემატიკის მასწავლებელს - გალინა აბულაძეს ასეთი მხიარული  და საინტერესო ვიქტორინის  მოფიქრებისთვის და განხორციელებისთვის.

25.11.2010

გიორგობა

22 ნოემბერს  5ბ კლასში ჩატარდა  გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული  საკლასო საათი. დამრიგებელმა აჩვენა მოსწავლეებს სლაიდშოუ , სადაც წარმოდგენილი იყო წმინდა გიორგის საფლავის, მისი საგვამებელი იარაღებისა და სხვა სიწმინდეების  სურათები. მასწავლებელმა დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს , რომელ ქვეყანაშია დაცული თვითოეული სიწმინდე , ქრისტიანული თაყვანისცემის რა ფორმებია  დაშვებული ამ ქვეყნებში.

12.11.2010

ექსკურსია რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უკვე მეორე წელია  სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ძალიან საინტერესო ლექციებს იარაღის ისტორიის, ქალაქების დაარსების, რუსთავის ციხე სიმაგრის შესახებ.
ჩვენ გადავწყვიტეტ მოგვესმინა იარაღის ისტორიის შესახებ ლექცია. ლექცია წაიკითხა ჩვენმა საყვარელმა ისტორიკოსმა - ქ-მა მანანა ხავთასმა. ქ-ნ მანანას  ლექციები ყოველთვის სახალისო და საინტერესო მოსასმენია, ამჯერად    ლექცია გაფორმებული იყო სლაიდ შოუთი , რომელიც შეიცავდა  ძალიან საიმტერესო ფოტო მასალა , ხოლო ლექციის ბოლოს , საგანგებოთ ჩვენთვის მუზეუმის საცავიდან ამოიტანეს  არქეოლოგიური მასალა : ხმლები, ფარი, აბჯარი.
ლექციის დროს 5ბ კლასის მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ (განსაკუთრებით ნ.გელაშვილი, გ.კალანდაძე,ს.გაფრინდაშვილი,ლ.ნებიერიძე), სვავდნენ ლოგიკურ კითხვებს და სიამოვნებით მსჯელობდნენ ქ-ნ მანანას მიერ შემოთავაზებულ თემებზე. მაგრამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება  მაინც არქეოლოგიურმა მასალამ მოახდინა .
დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ დღევანდელი სტუმრობა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გახდება  მათი  და მუზეუმის  ხანგრძლივი მეგობრობის საწყისი.

07.11.2010

ვირტუალური მოგზაურობა ტაო კლარჯეთში

ორშაბათს, 8 ნოემბერს ჩატარებული საკლასო საათის თემა იყო ტაო კლარჯეთი - ჩვენი უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე .
მიზანი:
  • მოსწავლეები გაეცნონ ტაო კლარჯეთში არსებულ ქართული ხუროთმოძღვრულ ძეგლებს
  • მოსწავლეები დაინტერესდნენ ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესია - მონასტრების  ისტორიით
  • მოსწავლეებმა იმსჯელონ ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვის აუცილებლობაზე, გამოთქვან იდეები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად
მსვლელობა
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელი ძალიან მოკლედ უხსნის მოსწავლეებს  ტაო-კლარჯეთის თანამედროვე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და უყვება მის ისტორიას. გაკვეთილის ძირითად დროში დამრიგებელი აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ შოუს , სადაც მოთავსებულია ტაო კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრების , ციხეების ამსახველი მასალა . ფოტო მასალის დემონსტრაციის დროს მასწავლებელი სთხობვს მოსწავლეებს დაახასიათონ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს თურქეთის და საქართველოს მთავრობამ , მოსახლეობამ, მეცენატებმა ამ ძეგლების გადასარჩენად .

სალიდ შოუს 1.ნაწილი

სლაიდ შოუს 2.ნაწილი

02.11.2010

რა ღირს ცოცხალი ბუნება

,,რა ღირს  ცოცხალი ბუნება " ასეთი სახელწოდებით წარმოადგინეს 2010 წლის  2 ნოემბერს სპექტაკლი 5ბ კლასის მოსწავლეებმა .(სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისიორი - ალინა შალამბერიძე).  სპექტაკლი ჩატარდა საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეულის ფარგლებში. პატარა მსახიობების თამაშმა ქ-ნი ნელი ღოლიჯაშვილის(20 სკ.დირექტორი) და ქ-ნი მანანა ჯიმშელაძის (20 სკოლის სასწავლო ნაწილი)დიდი მოწონება დაიმსახურა .
ფოტო მასალა იხილეთ :
 http://picasaweb.google.com/ninobidzinashvili/xzLHn?feat=directlink

13.10.2010

კონკურსი!!!!!!

13 ოქტომბერს ეკა მამუკელაშვილმა (ისტორიის მასწავლებელმა) აჩვენა 5ბ კლასელებს 2009 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ (ა.ჩუბინიძე,გ.მეფარიშვილი) გაკეთებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ჰომო გეორგიუსი"  (ფილმის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ლინკზე!)


ფილმის დასრულებისას ეკა მასწავლებელმა შესთავაზა მოსწავლეებს  გაეკეთებინათ მსგავსი პროექტი ,მაგრამ უკვე  თრიალეთის ყორღანული კულტურის შესახებ. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად , ჯგუფებს  მიეცათ ერთი კვირა სცენარის დასაწერათ. საუკეთესო სცენარის მიხედვით ოქტომბრის ბოლოსთვის დამზადდება მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

საკლასო საათი - სვეტიცხოველი 1000 წლისაა!

მიზანი:
  • მოსწავლეებმა გაიხსენონ დაწყებით კლასებში ნასწავლი მასალა სვეტიცხოველზე
  • მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნონ სვეტიცხოვლის ისტორიას და მასში დაცულ სიწმინდეებს
  • მოსწავლეებმა იმსჯელონ სვეტიცხოვლის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში
მსვლელობა :
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელმა აჩვენა მოსწავლეებს ვიდეო კლიპს ,,ჩვენი საუნჯე" (ამ კლიპში წარმოდგენილია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკლესია-ტაძრები)

კლიპის დასასრულს მასწავლებელმა გაამახვილა მოსწავლეების ყურადღება სვეტიცხოველზე, ხაზი გაუსვა , რომ ეს ხუროთმოძღვრული ძეგლი განსაკუთრებულია არა მარტო ქართველებისთვის , არამედ ყველა ქრისტიანისთვის , რადგან აქ დაფლულია ჩვენი უფალი იესო ქრისტეს კვართი. მასწავლებელმა დეტალურად მოუყვა მოსწავლეებს სვეტიცხოვლის ისტორიას, თხრობისას იყენებდა სლაიდ შოუს , სადაც მოთავსებული იყო თემასთან დაკავშირებული ფოტო მასალა.
ლექციის დასასრულს მასწავლებელმა აცნობა მოსწავლეებს ის ღონისძიებები , რომელიც დაიგეგმა სვეტიცხოვლის წლევანდელ იუბილესთან-1000წ დაკავშირებით .
შედეგი :
მოსწავლეები დიდი ყურადღებით გაეცნენ ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . სლაიდ შოუს ჩვენების დროს მათ გაიხსენეს დაწყებით კლასებში ნასწავლი მასალა, აქტიურად მისმევდნენ კითხვებს რათა უკეთ გაეგოთ ახალი მასალა. ყველაზე სასიამოვნო ის იყო , რომ საკლასო საათის დასასრულს მოსწავლეებმა შემომთავაზეს კედლის გაზეთის გაკეთება სვეტიცხოვლის ათასიწლისთავთან დაკავშირებით .




10.10.2010

ორგანიზატორის არჩევნები

2010 წლის 30 სექტემბერს 5 ბ კლასში ჩატარებული საკლასო საათის თემა იყო   ორგანიზატორის არჩევნები . საკლასო საათის დასაწყისში , დამრიგებლის თხოვნით, 5ბ კლასის  მოსწავლეებმა  იმსჯელეს და დაფაზე ჩამოწერეს  ის  თვისებები  რომელიც უნდა ახასიათებდეს  კლასის  ორგანიზატორი .  მოსწავლეთა აზრით  სანიმუშო ორგანიზატორი უნდა იყოს   :
  • მეგობრული
  • სამართლიანი
  • აქტიური
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
საკლასო საათის შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგდათ ბლანკები , სადაც  მათ  დააფიქსირეს თავისი არჩევანი
საკლასო საათის დასასრულს დამრიგებელმა (ხმების დათვლის შემდეგ) გამოაცხადა 5ბ კლასის ორგანიზატორის ვინაობა :
საბა გაფრინდაშვილი

02.10.2010

საუკეთესო შვიდეული

15 სექტემბრიდან  - 1 ოქტომბრის  ჩათვლით
საუკეთესო აკადემიური მოსწრება აქვს



გაფრინდაშვილ საბას
შავშიშვილ მიხეილს
ბადალიან ანას

პაპიაშვილ ხატიას
მაკარიძე გიგის

კალანდაძე გიორგის

მალუტაშვილ ლუკას

ვულოცავ ჩემ გონიერ და შრომისმოყვარე ბავშვებს ამ პატარა წარმატებას !

25.09.2010

ექსკურსია რუსთავის პოლიციის სამმართველოში

mizani   :

  • მეხუთე  კლასელებისთვის პოლიციის სამმართველოს სტრუქტურისა და საქმიანობის  გაცნობა;

  • მოსწავლეების ცნობიერებაში პოლიციელების უარყოფითი სტერეოტიპის დარღვევა; 

  •  მოსწავლეებში  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების  ამაღლება.
msvleloba
ექსკურსიის  საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად  დამრიგებელი დაუკავშირდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს  ბ-ნ ზაალ ადამიას.   
24 სექტემბერს  პოლიციის სამმართველოში 5ბ კლასის მოსწავლეებს საგანგებოდ დახვდათ ვიცე-პოლკივნიკი ქ-ნი ლალი ქვათაძე , რომელმაც  იმ დღეს ბავშვებს  გაუწია  ექსკურსიამძღოლობა. მან  დაათვალიერებინა ბავშვებს  პოლიციის სამმართველოს  შენობა , ზოგადად ესაუბრა პოლიციის მუშაობის  სპეციფიკაზე , აჩვენა  სხვადასხვა სახის იარაღები. პისტოლეტის, ავტომატის და ე.წ. ,,მუხის" პრეზენტაციამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა , მაგრამ მათ განსაკუთრებული სიხარული განიცადეს როდესაც შეიტყეს , რომ შეუძლიათ იარაღის ხელში დაჭერა.  
ყველა ფოტო სურათი იხილეთ აქ:

მოსწავლეებმა სხვადასხვა კითხვებით მიმართეს პოლიციის სამმართველოში მყოფ თანამშრომლებს. მოსწავლეებსა და პოლიციელებს  შორის   გაიმართა ორივე მხრისთვის საინტერესო დიალოგი.
ექსკურსიიდან    სკოლაში დაბრუნების შემდეგ,   დამრიგებელის თხოვნით მოსწავლეებმა   აღწერეს   თავისი შთაბეჭდილებები . 
გთავაზობთ მათი ნაწერებიდან ძალიან მოკლე , მაგრამ ემოციურად დატვირთულ ამონარიდებს  :                                                      
გ.ხახმელიძე: მე მომეწონა პოლიციაში ყოფნა
თ.ტოფაძე: ექსკურსია ძალიან მომეწონა!
ა.ბადალიანი: მე ძალიან მომეწონა ყველაფერი
ნ.გელაშვილი: გამიკვირდა ბრონიჟილეტი ასეთი მძიმე რომ იყო !ძალიან მომეწონა პოლიციის შენობა!
ა.გუმბერიძე: მე ძალიან მომეწონა ყველაფერი! მადლობა პოლიციის გუნდს!
ხ.პაპიაშვილი: მე ძალიან მომეწონა ექსკურსია, განსაკუთრებით პოლიციელები, ისინი ძალიან გულთბილები იყვნენ
კ.ისმაილოვი: მომეწონა პოლიცია!
ქ.ნარიმანიძე: მადლობა პოლიციას , რომ გვიცავენ და ასე თბილად გვექცევიან!
ს.გაფრინდაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი პოლიციელი ბავშვებს ყუმბარებსაც ვაჩვენებდი, მაგრამ ხელში არ დავაჭერინებდი
გ.კალანდაძე: ვიცი ვის უნდა მივმართო გასაჭირში
ს.ურიადმყოფელი: გილოცავთ , ვინც წახვალთ პოლიციაში ექსკურსიაზე!
ლ.მალუტაშვილი: ძალიან გამიხარდა რომ გადავიღე სურათი ,,მუხით "
გ.მაკარიძე:ციხეც პოლიციასავით კარგია?
თ.დალაქიშვილი: ეხლა ვიცი როგორი მძიმეა იარაღი !
ლ.გიანაშვილი: მომეწონააააააააა

17.09.2010

შეხვედრა ოქროს მედალოსნებთან

საკლასო საათის მიზანი:

  • მეხუთე კლასელებში წარჩინებული აკადემიური მოსწრების პრიორიტეტებულობის გაცნობიერება;

  •  მოსწავლეებში თვითშეფასების ამაღლება;

  • მოსწავლეებისთვის ღრმა  ცოდნის პრაქტიკულობის და ცხოვრებაში მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობების ჩვენება;

  •  მეხუთე კლასელებში კომუნეკაბელურობის უნარის განვითარება
მსვლელობა:

საკლასო საათის დასაწყისში დამრიგებელმა  ისაუბრა ცოდნის ფასზე, ხაზი გაუსვა იმას ,  რომ წარჩინებული მოსწავლე : მშობლის სიხარული და სიამაყეა, დამრიგებლის იმედი და ,,მარჯვენა ხელია", სახელმწიფოს ერთგული და კანონმორჩილი მოქალაქეა და რაც ყველაზე მთავარია - უფლის მეგობარია. დამრიგებელმა აღნიშნა  , რომ დღეს განათლების სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით თვალყურს ადევნებს თვითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და იმათ ვინც გამოირჩევა სიბეჯითით, ვინც დაინტერესებულია თავისი ცოდნის გაღრმავებით - ასაჩუქრებს. დამრიგებელმა  წარუდგინა მოსწავლეებს მე-20 სკოლის 2009-2010 სასწ.წლის კურსდამთავრებულ ოქროს მედალოსნები და სთხოვა მათ გაეზიარებინათ  მეხუთე კლასელებისთვის  თავისი გამოცდილება აკადემიური მოსწრების მიღწევაში და შენარჩუნებაში.
საკლასო საათის შემდეგ ეტაპზე ოქროს მედალოსნებს შორის და მეხუთე კლასელებს შორის გაიმართა დიალოგი . ფსიქოლოგიური განწყობის შექმნისთვის ოქროს მედალოსნებმა აჩვენეს პატარებს თავის ოქროს მედლებს და ჩამოთვალეს ის საჩუქრები , რომელიც მათ მიიღეს განათლების სამისნისტროსგან და პრეზიდენტისგან წარჩინებული სწავლისთვის.

საკლასო საათის ბოლოს დამრიგებელმა სთხოვა მეხუთე კლასელებს შეეფასებინათ თავისი შესაძლებლობები , გამოთქვათ თავისი სურვილები და მიზნები სწავლასთან დაკავშირებით 

16.09.2010

საკლასო საათი-ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია

საკლასო საათის მიზანი:
  •  მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება ;
  • თვითოეულ მოსწავლეში თვითშეფასების უნარის გაუმჯობესება;
  • სხვისი დადებითი თვისებების აღიარება.

მსვლელობა:
ა) შესავალი
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელი მიესალმა  მოსწავლეებს და მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. შემდგომ მან ჰკითხა მოსწავლეებს გაუხარდათ თუ არა მათ ერთმანეთის დანახვა, ენატრებოდათ თუ არა ერთმანეთი ზაფხულში. დამრიგებელმა  ხაზი  გაუსვა იმას  , რომ ეს სიხარული და მონატრება გამოწვეულია იმ მეგობრობით , რომელიც ჩაისახა მათ შორის ოთხი წლის წინ და ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა . მან აჩვენა მოსწავლეებს სალიდ შოუს , სადაც წარმოდგენილი იყო  მათი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასში გადაღებული სურათები . სლაიდ შოუს ჩვენების დროს მან სთხოვა მოსწავლეებს გაიხსენათ გასული წლის კურიოზები და სახალისო თავგადასავლები.
ბ)ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა:
სალიდ შოუს დასრულების შემდეგ დამრიგებელმა  სთხოვა  მოსწავლეებს   დაესახელათ  ერთმანეთის  დადებითი თვისებები  : მაგ. მე მიყვარს გიორგი იმიტომ რომ ის  მხიარული ბავშვია
გ)პრაქტიკული დავალება:
შემდგომ დამრიგებელმა  შესთავაზა  მოსწავლეებს მხიარულ თამაში: თვითოეულ მოსწავლეს ზურგზე დაუმაგრდა  თაბახის ფურცელი, რომელზედაც თანაკლასელებმა  ჩამოუწერეს  მისი დამახასიათებელი  დადებითი თვისებები (მხოლოდ დადებითი). მაგ. ანა შენ ხარ კეთილი, ბეჯითი, მხიარული გოგონა. რა კარგია რომ შენ ჩემი თანაკლასელი ხარ. (ეს ფურცლები ინახება კლასის პორტფოლიოში !)
დ)დასკვნითი დავალება
დამრიგებელმა  აჩვენა მოსწავლეებს ფორმატი , რომელზედაც დახატული იყო  ციფრ ხუთის ჩარჩო და შესთავაზა  მოსწავლეებს შეევსოთ ჩარჩო თავისი სურათებით (პაზლის პრინციპით). ეს პლაკატი გახდა  ამ კლასის მოსწავლეთა მეგობრობის და ერთიანობის სიმბოლო
შედეგი
საკლასო საათის პირველივე წუთებიდან კლასში შეიქმნა  განსაკუთრებულად მეგობრული და თბილი გარემო: მოსწავლეები  იხსენებდნენ დაწყებით კლასებში გადამხდარ  მხიარულ თავგადასავლებს , ღიმილით საუბრობდნენ ერთმანეთის ჩვევებზე, ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ დავალებებს და ერთობლივად მუშაობდნენ პლაკატის შექმნაზე .

11.09.2010

გაკვეთილების ცხრილი

ორშაბათი
  • ქართული
  • ბუნება
  • ისტორია
  • შრომა
  • ხელოვნება
  • სპორტი
სამშაბათი
  • მათემატიკა
  • ქართული
  • ქართული
  • სპორტი
  • მუსიკა
ოთხშაბათი
  • ქართული
  • ბუნება
  • მათემატიკა
  • რუსული
  • ისტორია
  • სპორტი
ხუთშაბათი
  • მათემატიკა
  • ინფორმატიკა
  • ქართული
  • რუსული
  • ისტორია
  • მუსიკა
პარასკევი
  • ბუნება
  • ინფორმატიკა
  • მათემატიკა
  • რუსული
  • რელიგია

04.09.2010

ჩვენი მასწავლებლები

ქართული ენა და ლიტერატურა :    თამარ წიველაშვილი
მათემატიკა:    გალინა აბულაძე
ისტორია:    ეკა მამუკელაშვილი
ბუნება:      ალინა შალამბერიძე
უცხო ენა (რუსული):    ლალი ნემსაძე
შრომა:  მარინა მამნიაშვილი
მუსიკა:   მარინა სიხუაშვილი
ხელოვნება ნონა ხიდაშელი
რელიგიის ისტორია და კულტურანინო ბიძინაშვილი
ინფორმატიკა: მარინა ნინიაშვილი

დამრიგებელი :  ნინო ბიძინაშვილი

5ბ კლასის მოსწავლეთა სია

  • ბადალიანი ანა
  • გიანაშვილი ლაშა
  • გუმბერიძე ანა
  • გელაშვილი ნოდარ
  • გაფრინდაშვილი საბა
  • დალაქიშვილი თამთა
  • ისმაილოვი როიალი
  • ისკანდეროვი რუჰინ
  • კალანდაძე გიორგი
  • მაკარიძე გიგი
  • მალუტაშვილი ლუკა
  • ნარიმანიძე ქეთევანი
  • ნებიერიძე ლუკა
  • პაპიაშვილი ხატია
  • ტოფაძე თამარი
  • შავშიშვილი მიხეილი
  • ურიადმყოფელი სალომე
  • ხვედელიძე გიორგი
  • ხახნელიძე გიორგი
მოსწავლეთა სურათები იხილეთ აქ :