27.12.2011

2011-2012 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგები

დასრულდა პირველი სემესტრი , დაიწერა საბოლოო ნიშნები და გამომჟღავნდა  საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების ვინაობა :

  • საბ გაფრინდაშვილი
  • მიშიკო შავშიშვილი 
  • ლუკა ნებიერიძე       

  • ანა ბადალიანი       
  • თამარ ბითაძე        
  • ნოდარ გელაშვილი
  • ქეთი ნარიმანიძე   
გილოცავთ ბავშვებო და გისურვებთ ბედნიერ  შობა-ახალ წელ !!!

18.12.2011

ჩვენი ახალი მეგობრები რიჩმონდიდან  წერენ ჩვენ შესახებ თავისი სკოლის ვებ გვერდზე . თვითოეული წერილი სიმპათიითა და კეთილგანწყობით არის  განმსჭვალული და ეს რათქმა უნდა ზრდის ჩვენ დაინტერესებას

26.11.2011

6 კლასელთა ტესტირება - ტურნირი

26 ნოემბერს 6ა, 6ბ და 6გ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სკოლა ,,ჩაღლარის" მიერ გამოცხადებულ ტესტირება - ტურნირში .
მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ ტესტირების საკითხები იყო შედარებით რთული,  მაგრამ  საინტერესო.  
ტესტირების შედეგებს გვაცნობებენ ერთ თვეში

20.11.2011

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები არ უნდა შევზღუდოთ ჩვენი შეცოდებით

12ბ კლასისი მოსწავლეებმა : თამუნა სუხაშვილმა და დიანა კიკაბიძემ  საკლასო საათზე გაგვიკეთეს პრეზენტაცია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების შესახებ. მათი პრეზენტაციის მიზანი იყო ეჩვენებინა ჩვენთვის , რომ თვითოეული ადამიანი, მათ შორის ინვალიდიც,  დაჯილდოვებულია განსაკუთრებული ნიჭით და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ნიჭის გამომჟღავნებას, განვითარებას!
პრეზენტაციის კულმინაცია იყო დოკუმენტალური ფილმი  ნიკ ვუიჩიჩზე, ავსტრალიელ ბიჭზე , რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს ოპტიმიზმის გაკვეთილს
ჩემ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ გოგონების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. დიდი მადლობას ვუხდით თამარს და დიანას და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი შეხვედრები და საინტერესო საუბრები განმეორდება ! 

13.11.2011

პროექტი ,, ჩვენი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები"

ახალი პროექტის ფარგლებში მე -6 ბ კლასის მოსწავლეებმა : ლუკა ნებიერიძემ, ქეთინო ნარიმანიძემ და საბა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ ქვის იარაღების მაკეტები (თიხისგან)
ლუკა ნებიერიძემ გააკეთა პალეოლითის ხანის იარაღების მაკეტები ,  ხოლო იმისთვის რომ მისი შრომა შედეგიანი ყოფილიყო დახმარება სთხოვა ჩვენი  სკოლის ხელოვნების მასწავლებელს - ნონა ხიდაშელს.




მართალია თიხა ჯერ სველია და  საბლოო შედეგის მისაღწევათ საჭიროა მასალის გამოწვა, შეღებვა და გალაკვა მაგრამ აშკარაა რომ ლუკას შრომას და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ქეთი ნარიმანიძემ დაამზადა მეზოლითის ხანის იარაღების მაკეტები და დახმარებისთვის ასევე მიმართა ნონა მასწავლებელს

                                                 

 საბა გაფრინდაშვილმა გააკეთა ნეოლითის ხანის ქვის იარაღების მაკეტები

ახლო მომავალში ჩემი მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას , რომელზედაც გააცნობენ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებს თავის ნამუშევრებს

ახალი პროექტი

ნინო (ბიძინაშვილი) მასწავლებლის ინიციატივით 6 ბ კლასის მოსწავლეთა ჯგუფმა (ა.ბადალიანი, ს.გაფრინდაშვილი, ლ.ნებიერიძე და ნ.გელაშვილი) დაიწყეს მუშაობა შიდასასკოლო  პროექტზე  ,, ჩვენი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები - ქვის ხანის იარაღები". ამ პროექტის საბოლოო მიზანია  - მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნან საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი არტეფაქტების ასლები.
მოსწავლეები,  შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის და ფოტო მასალის შესწავლის შემდეგ  , ესტუმრნენ თბილისის ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმს , რათა თავისი თეორიული ცოდნა  ვიზუალურად გაემტკიცებინათ
 მოსწავლეებმა ყურადღებით შეისწავლეს მეზოლითისა და ნეოლითის ხანის არტეფაქტების დამახასიათებელი ნიშნები





 მუზეუმში ყოფნის დროს  ბავშვებმა, რათმქუნდა გვერდი არ აუარეს    საგანძურს





თბილისიდან ბავშვები ცოდნით, ენერგიით და უამრავი ახალი იდეით დახუნძლულები დაბრუნდნენ !

26.10.2011

ჩვენი შემოქმედობა

მოგეხსენებად , რომ სრულიად საქართველო აღნიშნავს ვაჟა ფშაველას  150 წლის  იუბილეს . ჩვენ სკოლაში დაიგეგმა მრავალი საინტერესო ღონისძიება , მათ შორის კედლის გაზეთების გამოფენა. 6ბ კლასიდან სასკოლო გამოფენაზე წარდგენილი იყო სამი კედლის გაზეთი

 ავტორები : ანა ბადალიანი, ქეთი ნარიმანიძე, ანა გუმბერიძე
 ავტორები : მიშიკო შავშიშვილი, ლუკა ნებიერიძე, საბა გაფრინდაშვილი
ავტორი: მერი მუმლაძე

24.10.2011

2011-2012 სასწავლო წელის აკადემიური მოსწრების პირველი რეიტინგი

საუკეთესო შედეგი :
ლ.ნებიერიძე, ს.გაფრინდაშვილი, ნ.გელაშვილი, ქ.ნარიმანიძე, ლ.მალუტაშვილი

კარგი შედეგი:
თ.ბითაძე, მ.მუმლაძე, ხ.პაპიაშვილი, მ.შავშიშვილი, ა.ბადალიანი

21.10.2011

მხიარული ჩურჩხელა - party :)












ჩვენი ღონისძიების  ვიდეო მასალა  იხილეთ აქ :
პირველი ნაწილი (მხოლოდ დააწკაპუნეთ)
და
მეორე ნაწილი)(მხოლოდ დააწკაპუნეთ)

05.10.2011

მიმოწერა ტეხასის სკოლის მოსწავლეებთან

დღეს კიდევ ერთი ვიდეო წერილი გავუგზავნეთ ჩვენ ახალ ამერიკელ მეგობრებს . დილით გადაღებულ მასალას საგანგებოდ ვაგზავნით საღამოს და  დროში თითქმის 12 საათიანი სხვაობის გამო ჩვენ ვიდეოს ისინი უშუალოდ გაკვეთილზე ეცნობიან . შესაბამისად პასუხსაც არ აყოვნებენ ! დღევანდელ ვიდეოზე  ასეთი თბილი პასუხი მივიღეთ :
This is so incredible.  I am so very happy that we found all of you.  You even made a special poster for us.  We will get back to you by next week.  I will teach them a new word in your language and we will share some Texas culture with you!!!
Students, your english is wonderful!!
Mrs.  Esswein

01.10.2011

პირველი ვიდეო წერილი ჩვენ ახალ მეგობრებს ამერიკიდან

29 სექტემბერს დავასრულეთ მუშაობა ჩვენ პირველ ვიდეო წერილზე  და გავუგზავნეთ ჩვენ მეგობრებს ამერიკიდან. სათამოსვე მივიღეთ პასუხი , რომელმაც ძალიან გაგვახარა და ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა !!!!

That was so great.  I happened to be in the room with 3 of my students when the e-mail arrived.  Thank you so much!  We are so impressed with your english.  We will start our video next week and send it it to you.  We look forward to your letters.

Thank you so much.

Mrs. Esswein

17.09.2011

შაბათობა


დღეს , 17 სექტემბერს მე-20 სკოლის მოსწავლეებმა , ისევე როგორც სრულიად რუსთავის მოსახლეობამ , სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაწყეს შაბათობა. 6ბ კლასის მოსწავლეებმა  ხალისით მიიღეს მონაწილეობა საქალაქო ღონისძიებაში და შრომისუნარიანობით არ ჩამორჩნენ უფროსკლასელებს , ხოლო მონდომებით გაასწრეს კიდეც :) !
 ლაშა გიანაშვილმა არ დაზოგა ენერგია სკოლის ეზოს გასუფთავებისთვის !
 ქეთი ნარიმანიძე ,,ებრძოდა" სარეველა ბალახს
თამთა დალაქიშვილი

 ანა ბადალიანი
  ხატია პაპიაშვილი
 ანა გუმბერიძე
 თამარ ტოფაძე არ შეუშინდა ეკლებს !
მიშიკო შავშიშვილი


მერი მუმლაძე

ნოდარ გელაშვილი

 ლუკა მალუტაშვილი, ანა გუმბერიძე, გიორგი ხვედელიძე
 საბა გაფრინდაშვილი , მიშიკო შავშიშვილი, თამარ ბითაძე
ჩემი მოსწავლეების ენთუზიასმის გამო შაბათობას  შეეწირა 5 კალია და 1 ხვლიკი.