სადამრიგებლო პროგრამა
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წწ
Xბ კლასი
დამრიგებელი : ნინო ბიძინაშვილი
მიზნები და ამოცანები
- · მოსწავლეებთან ერთად შევქმნა ხელსაყრელი პირობები სწავლისათვის :
- · მოსწავლეებს შევუქმნა ისეთი პირობები , რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და მისი განხორციელება
- · ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების მიმართ , მოსწავლეებში შევძლო პასუხისმგებლობის გაღვივება ;
- · დავეხმარო მოსწავლეებს , იყვნენ შემოქმედნი და არ იცხოვრონ მხოლოდ არსებულის ხარჯზე
- · დავეხმარო ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების დადგენასა და განსაზღვრაში , რათა მათ მყარი ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში ;
- · განვუვითარი ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (ინდივიდებთან , გუნდთან)
- · განვუვითარი მოსწავლეებს ისეთი უნარ-ჩვევევბი , რომ იყვნენ კანონმორჩილნი და ტოლერანტი მოქალაქეები
ჩასატარებელი ღონისძიებები
(საკითხთა ჩამონათვალი)
|
ჩატარების დრო
|
პასუხისმგებელი
|
შენიშვნა
| |
კლასის ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა
|
სექტემბერი
2015წ
|
ნ,ბიძინაშვილი
| ||
გაკვეთილების ცხრილის გაცნობა
|
სექტემბერი
2015 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
კლასის დოკუმენტაციის მოწესრიგება
|
სექტემბერი
2015წ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
კლასის ორგანიზატორის არჩევა
|
სექტემბერი
2015 წ
|
მე-10ბ კლ მოსწავლეები
| ||
მოვალეობების გადანაწილება მოსწავლეთა შორის (მორიგეობის ცხრილის შედგენა
|
სექტემბერი 2015წ
|
კლასის ორგანიზატორი
| ||
თვითმმართველობის არჩევა
|
ოქტომბერი
2015 წ
|
მე-10ბ კლ.მოსწავლეები
| ||
სკოლის შინაგანაწესის განხილვა
|
სექტემბერი
2015წ
|
დამრიგებელი
მოსწავლეები
| ||
მშობელთა კრებების ორგანიზება
|
2015-2016 წწ
სექტემბერი
ნოემბერი
იანვარი
მაისი
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
კლასის კრებების ორგანიზაცია
|
საჭიროებისამებრ
|
ორგანიზატორი
| ||
გაცდენების კონტროლი , მიზეზების დადგენა
|
2015-2016 წწ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
მოსწავლეთა მოსწრების მონიტორინგი და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა
|
2015-2016 წწ
|
ნ.ბიძინაშვილი
სკოლის ფსიქოლოგი
| ||
სასწავლო ნივთების ტარებაზე კონტროლი
|
2015-2016 წწ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
კლასის საათის ორგანიზება
|
2015-2016 წწ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
|
2015-2016 სასწ.წწ
ყოველი თვის ხუთშაბათი
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიების ორგანიზება
|
5 ოქტომბერი
2015 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
მოსწავლეები
| ||
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება
|
მარტი
2016 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
მოსწავლეები
| ||
შემაჯამებელი საუბარი თემაზე : რა მომცა 2015-2016 სასწ.წელმა
|
ივნისი
2016 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
| ||
3 ოქტომბერი
2015 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
|
რუსთავი-უფლისციხე-ატენი
რუსთავი
| ||
ორდღიანი ექსკურსიის ორგანიზება
ლაგოდეხი-ნინოსხევი
|
ივნისი
2016 წ
|
ნ.ბიძინაშვილი
|
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წწ
მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი
უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.(11.10.2011 N224/ნ)
2.
დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების
განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.
დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და
მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო
გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს
სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე)სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული , ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება . სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე :
ა) პიროვნული და მორალური განვითარება
ბ)გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება
გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
დ)უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია
ე)მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
ვ)თვალსაწიერის განვითარება
ა) პიროვნული და მორალური განვითარება
ბ)გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება
გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
დ)უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია
ე)მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
ვ)თვალსაწიერის განვითარება
გ) დაეხმაროს მოსწავლეს
აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს,
მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) მიაწოდოს მშობელს
ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა
თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური
მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ
მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს)
გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის,
გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება.
დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები
როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის
მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა
იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური,
ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა
მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას,
ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.) (11.10.2011 N224/ნ)
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა
მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში
შესატანად.(11.10.2011 N224/ნ)
4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს: (11.10.2011
N224/ნ)
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს
პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური
განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა
მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება
და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება
- დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის
ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების
(ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი
პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა
ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური
სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
Комментариев нет:
Отправить комментарий