24.12.2015

სიტყვის გზა

24 დეკემბერს ჩავატარეთ 2015 წლის ბოლო საკლასო საათი თემაზე ,,სიტყვის გზა"  . ძალიან ხალისიანი და დადებითი ემოციებით გაჯერებული გამოგვივიდა :)


17.12.2015

16 დეკემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მურმან ჯინორიას საღამო მოეწყო. მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი რუსთაველი მაყურებლის წინაშე მონო-სპექტაკლით ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი'' წარსდგა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის,ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს წევრები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მურმან ჯინორიას საღამო მუნიციპალურ თეატრში, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის'' ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ჩვენი კლასიდან ამ ლამაზ ღონისძიებას ეწრებოდა ანა გურასაშვილი და ანა გზობავა .

01.12.2015

კალათბურთის ჩემპიონატი

სკოლაში ჩატარდა კალათბურთის ჩემპიონატი . ჩვენ ,,შევერკინეთ" მე-11ა კლასს . ღირსეულად ვიბრძოლეთ :)

მკლავჭიდი

ჩატარდა მკლავჭიდის სასკოლო მასშტაბის შეჯიბრი . ჩვენი კლასიდან  მკლავჭიდის შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ : ნოდარ გელაშვილი და დაჩი გილიგაშვილი . დაჩიმ დაიკავა საპატიო მე-3 ადგილი !