02.10.2013

სამოქალაქო კლუბის საინტერესო შემოთავაზება

მოგეხსენებათ რომ ჩვენ სკოლაში უკვე  3 წელია ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი . კლუბის წევრებმა  მიიღეს მონაწილეობა არა ერთ კონკურსში  და მოიპოვეს საპრიზო ადგილები . დღეს სამოქალაქო კლუბის ერთერთმა ლიდერმა- ელენე გოგიძემ მოაწყო ჩვენთან პრეზენტაცია , ისაუბრა კლუბის დაარსების მიზეზებზე, კლუბის წევრების აქტივობებზე და  მიზნებზე . ელენეს პრეზენტაცია არ იყო მოსაბეზრებელი - სერიოზულ კითხვას მოყვებოდა ხალისიანი ტესტები ,  45 წუთმა სწრაფად და მხიარულად გაიარა. პრეზენტაციის დასასრულს ელენემ შემოგვთავაზა გაწევრიანება სამოქალაქო კლუბში და , რათქმა უნდა   დადებითი პასუხი  მიიღო .