21.02.2011

პოეზიის 5 წუთი

21 თებერვალს 5ბ კლასის მოსწავლეებმა მოიწვიეს სტუმრად 11ბ კლასელი ნინო ხელაძე, რომელიც წერს საოცრად ლამაზ ლექსებს .

საკლასო საათის დასაწყისში დამრიგებელმა მოასმენინა მოსწავლეებს გალაქტიონ ტაბიძის (კითხულობს გურამ საღარაძე) და ნიკო გომელაურის ლექსების აუდიო ჩანაწერებს , მაგრამ საკლასო საათის ძირითადი დრო დაეთმო ნინოს ლექსებს. ნინო ძალიან საინტერესო და ხალისიანი  მოსაუბრე გამოდგა! მასთან საუბარი ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ ახლო მომავალში კიდევ ერთი პოეზიის საღამო მოვაწყოთ !!!