14.04.2014

პატარა ვარსკვლავები

ქეთი ნარიმანიძის და თამთა დალაქიშვილის გამოსვლა ,, მოზაიკის" ჯგუფის შემადგენლობაში (ბაკურიანი, თანამედროვე ცეკვის ფესტივალი 2014 წ)

13.04.2014

ახალგაზრდული კლუბი ,,საქართველო"

ჩვენ სკოლაში დაიწყო ფუნქციონირება ახალგაზრდულმა კლუბმა ,,საქართველომ"
აქტიურად ჩავერთეთ , ძალიან მოგვწონს , ხალისით ვსწავლობთ !

სტუმრად თეატრალურ საკვირაო სკოლაში

დღეს  ჩვენ ვესტუმრეთ რუსთავის თეატრალურ საკვირაო  სკოლას , რომელიც გაიხსნა საქარტველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში https://www.tafu.edu.ge/~tafuedug/.  ამ პროექტის მიზანია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შემოქმედებითი სასწავლო პროცესების პოპულარიზაცია და მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვიტარება
თეატრალური საკვირაო სკოლაში  ლექციები წარიმართება ორი მიმართულებით : თეატრალური ხელოვნება და კინოხელოვნება . მეცადინეობა ტარდება ყოველ კვირა დრეს . თვეში ერთხელ მოსწავლეები ესწრებიან მასტერკლასებს , რომლებსაც ატარებენ უნივერსიტეტის პროფესორები , ტარდება თემატური ექსკურსიები და სხვა საინტერესო და სახალისო აქტივობები.
მასპინძლობა გაგვიწია მაიკო ჯამალაშვილმა 
 დავესწარით გიორგი რაზმაძეს და ლილე შენგელიას ლექციებს 
 და გადავწყვიტეთ რომ გავმხდარიყავით ამ საინტერესო წამოწყების აქტიური თანამონაწილეები !

10.04.2014

დღეს, 10 აპრილს , საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი 
თანატოლგანმანათლებლებმა სოფი ჩიხრაძემ და ანი კორინთელმა ძალიან საინტერესო 
პრეზენტაცია ჩაატარეს რუსთავში, მშობლიურ სკოლაში .  შეგახსენებთ, რომ ალიანსის 
თანატოლგანმანათლებლები ამ ეტაპზე მხარს უჭერენ "ლიდერთა სახლის" პოპულარიზაციას. , რათა მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ როგორ 
შეუძლიათ გაატარონ თავისუფალი დრო შინაარსობრივად. სასიხარულოა რომ 
მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ალიანსისა და ლიდერთა სახლის მუშაობით. 
პრეზენტაციანმ ინტერაქციულად ჩაიარა.

8ბ კლასის აქტიური მოსწავლეები : 

საბა გაფრინდაშვილი , ლუკა მალუტაშვილი, ლუკა ნებიერიძე, დაჩი გილიგაშვილი, გიგი მაკარიძე  , მონიკა ანსიანი, ხატია პაპიაშვილი, ანა ბადალიანი, ანა გუმბერიძე და მერი მუმლაძე დაესწრნენ პრეზენტაციას   და აქტიური მონაწილეობა მიიღეს  გამართულ დიალოგში