რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უკვე მეორე წელია სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ძალიან საინტერესო ლექციებს იარაღის ისტორიის, ქალაქების დაარსების, რუსთავის ციხე სიმაგრის შესახებ.
ჩვენ გადავწყვიტეტ მოგვესმინა იარაღის ისტორიის შესახებ ლექცია. ლექცია წაიკითხა ჩვენმა საყვარელმა ისტორიკოსმა - ქ-მა მანანა ხავთასმა. ქ-ნ მანანას ლექციები ყოველთვის სახალისო და საინტერესო მოსასმენია, ამჯერად ლექცია გაფორმებული იყო სლაიდ შოუთი , რომელიც შეიცავდა ძალიან საიმტერესო ფოტო მასალა , ხოლო ლექციის ბოლოს , საგანგებოთ ჩვენთვის მუზეუმის საცავიდან ამოიტანეს არქეოლოგიური მასალა : ხმლები, ფარი, აბჯარი.
ლექციის დროს 5ბ კლასის მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ (განსაკუთრებით ნ.გელაშვილი, გ.კალანდაძე,ს.გაფრინდაშვილი,ლ.ნებიერიძე), სვავდნენ ლოგიკურ კითხვებს და სიამოვნებით მსჯელობდნენ ქ-ნ მანანას მიერ შემოთავაზებულ თემებზე. მაგრამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მაინც არქეოლოგიურმა მასალამ მოახდინა .
დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ დღევანდელი სტუმრობა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გახდება მათი და მუზეუმის ხანგრძლივი მეგობრობის საწყისი.
Комментариев нет:
Отправить комментарий