30 ნოემბერს ჩვენი კლასის ჯგუფმა ,,სამკუთხედმა" მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ ვიქტორინაში , რომელიც ჩაატარეს მათემატიკის მასწავლებლებმა გალინა აბულაძემ და ნინო მარგველაშვილმა ჩვენი სკოლის 5 კლასის მოსწავლეებს შორის. ვიქტორინა შედგებოდა 4 კონკურსისგან : პირველი კონკურსის დავალებები ფასდებოდა 1 ქულით; მეორე კონკურსის-3 ქულით; მესამე კონკურსის - 5 ქულით; ბოლო , მეოთხე კონკურსი - 3 ქულით. ამის გარგა ნინო მარგველაშვილი უსვავდა კითხვებს გულშემატკივრებს , რომელთა სწორი პასუხი დამატებით 1 ქულას მატებდა მათ გუნდს. ვიქტორინის დასასრულს გუნდის კაპიტანს უსვავდნენ 10 ბლიც კითხვას .
ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი ორი კონკურსი, სამწუხაროდ შემდგომ ეტაპებზე ვერ შევძელით მაქსიმალური ქულების შეგროვება და ამჯერად დავჯერდით ამ შესანიშნავ მათემატიკურ ვიქტორინაში მხოლოდ მონაწილეობით .
გულწრფელად ვუხდიდ დიდ მადლობას ჩვენ მათემატიკის მასწავლებელს - გალინა აბულაძეს ასეთი მხიარული და საინტერესო ვიქტორინის მოფიქრებისთვის და განხორციელებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий