mizani :
მეხუთე კლასელებისთვის პოლიციის სამმართველოს სტრუქტურისა და საქმიანობის გაცნობა;
მოსწავლეების ცნობიერებაში პოლიციელების უარყოფითი სტერეოტიპის დარღვევა;
მოსწავლეებში მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
msvleloba
ექსკურსიის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად დამრიგებელი დაუკავშირდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბ-ნ ზაალ ადამიას.
ექსკურსიის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად დამრიგებელი დაუკავშირდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბ-ნ ზაალ ადამიას.
24 სექტემბერს პოლიციის სამმართველოში 5ბ კლასის მოსწავლეებს საგანგებოდ დახვდათ ვიცე-პოლკივნიკი ქ-ნი ლალი ქვათაძე , რომელმაც იმ დღეს ბავშვებს გაუწია ექსკურსიამძღოლობა. მან დაათვალიერებინა ბავშვებს პოლიციის სამმართველოს შენობა , ზოგადად ესაუბრა პოლიციის მუშაობის სპეციფიკაზე , აჩვენა სხვადასხვა სახის იარაღები. პისტოლეტის, ავტომატის და ე.წ. ,,მუხის" პრეზენტაციამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა , მაგრამ მათ განსაკუთრებული სიხარული განიცადეს როდესაც შეიტყეს , რომ შეუძლიათ იარაღის ხელში დაჭერა.
ყველა ფოტო სურათი იხილეთ აქ:
მოსწავლეებმა სხვადასხვა კითხვებით მიმართეს პოლიციის სამმართველოში მყოფ თანამშრომლებს. მოსწავლეებსა და პოლიციელებს შორის გაიმართა ორივე მხრისთვის საინტერესო დიალოგი.
ექსკურსიიდან სკოლაში დაბრუნების შემდეგ, დამრიგებელის თხოვნით მოსწავლეებმა აღწერეს თავისი შთაბეჭდილებები .
გთავაზობთ მათი ნაწერებიდან ძალიან მოკლე , მაგრამ ემოციურად დატვირთულ ამონარიდებს :
გთავაზობთ მათი ნაწერებიდან ძალიან მოკლე , მაგრამ ემოციურად დატვირთულ ამონარიდებს :
თ.ტოფაძე: ექსკურსია ძალიან მომეწონა!
ა.ბადალიანი: მე ძალიან მომეწონა ყველაფერი
ნ.გელაშვილი: გამიკვირდა ბრონიჟილეტი ასეთი მძიმე რომ იყო !ძალიან მომეწონა პოლიციის შენობა!
ა.გუმბერიძე: მე ძალიან მომეწონა ყველაფერი! მადლობა პოლიციის გუნდს!
ხ.პაპიაშვილი: მე ძალიან მომეწონა ექსკურსია, განსაკუთრებით პოლიციელები, ისინი ძალიან გულთბილები იყვნენ
კ.ისმაილოვი: მომეწონა პოლიცია!
ქ.ნარიმანიძე: მადლობა პოლიციას , რომ გვიცავენ და ასე თბილად გვექცევიან!
ს.გაფრინდაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი პოლიციელი ბავშვებს ყუმბარებსაც ვაჩვენებდი, მაგრამ ხელში არ დავაჭერინებდი
გ.კალანდაძე: ვიცი ვის უნდა მივმართო გასაჭირში
ს.ურიადმყოფელი: გილოცავთ , ვინც წახვალთ პოლიციაში ექსკურსიაზე!
ლ.მალუტაშვილი: ძალიან გამიხარდა რომ გადავიღე სურათი ,,მუხით "
გ.მაკარიძე:ციხეც პოლიციასავით კარგია?
თ.დალაქიშვილი: ეხლა ვიცი როგორი მძიმეა იარაღი !
ლ.გიანაშვილი: მომეწონააააააააა
Комментариев нет:
Отправить комментарий