16.09.2010

საკლასო საათი-ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია

საკლასო საათის მიზანი:
  •  მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება ;
  • თვითოეულ მოსწავლეში თვითშეფასების უნარის გაუმჯობესება;
  • სხვისი დადებითი თვისებების აღიარება.

მსვლელობა:
ა) შესავალი
გაკვეთილის დასაწყისში დამრიგებელი მიესალმა  მოსწავლეებს და მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. შემდგომ მან ჰკითხა მოსწავლეებს გაუხარდათ თუ არა მათ ერთმანეთის დანახვა, ენატრებოდათ თუ არა ერთმანეთი ზაფხულში. დამრიგებელმა  ხაზი  გაუსვა იმას  , რომ ეს სიხარული და მონატრება გამოწვეულია იმ მეგობრობით , რომელიც ჩაისახა მათ შორის ოთხი წლის წინ და ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა . მან აჩვენა მოსწავლეებს სალიდ შოუს , სადაც წარმოდგენილი იყო  მათი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასში გადაღებული სურათები . სლაიდ შოუს ჩვენების დროს მან სთხოვა მოსწავლეებს გაიხსენათ გასული წლის კურიოზები და სახალისო თავგადასავლები.
ბ)ფსიქოლოგიური განწყობის შექმნა:
სალიდ შოუს დასრულების შემდეგ დამრიგებელმა  სთხოვა  მოსწავლეებს   დაესახელათ  ერთმანეთის  დადებითი თვისებები  : მაგ. მე მიყვარს გიორგი იმიტომ რომ ის  მხიარული ბავშვია
გ)პრაქტიკული დავალება:
შემდგომ დამრიგებელმა  შესთავაზა  მოსწავლეებს მხიარულ თამაში: თვითოეულ მოსწავლეს ზურგზე დაუმაგრდა  თაბახის ფურცელი, რომელზედაც თანაკლასელებმა  ჩამოუწერეს  მისი დამახასიათებელი  დადებითი თვისებები (მხოლოდ დადებითი). მაგ. ანა შენ ხარ კეთილი, ბეჯითი, მხიარული გოგონა. რა კარგია რომ შენ ჩემი თანაკლასელი ხარ. (ეს ფურცლები ინახება კლასის პორტფოლიოში !)
დ)დასკვნითი დავალება
დამრიგებელმა  აჩვენა მოსწავლეებს ფორმატი , რომელზედაც დახატული იყო  ციფრ ხუთის ჩარჩო და შესთავაზა  მოსწავლეებს შეევსოთ ჩარჩო თავისი სურათებით (პაზლის პრინციპით). ეს პლაკატი გახდა  ამ კლასის მოსწავლეთა მეგობრობის და ერთიანობის სიმბოლო
შედეგი
საკლასო საათის პირველივე წუთებიდან კლასში შეიქმნა  განსაკუთრებულად მეგობრული და თბილი გარემო: მოსწავლეები  იხსენებდნენ დაწყებით კლასებში გადამხდარ  მხიარულ თავგადასავლებს , ღიმილით საუბრობდნენ ერთმანეთის ჩვევებზე, ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ დავალებებს და ერთობლივად მუშაობდნენ პლაკატის შექმნაზე .

Комментариев нет: