05.03.2015

ქეთი - გილოცავთ !!!!

2015 წლის 3 მარტს რუსთავში ჩატარდა ქვემო ქართლის ჩერლიდინგის თანამედროვე ცეკვის ჩემპიონატი.ამ ჩემპიონატში აქტიური მონაწილეობა მიიღე ჯგუფმა ,,მოზაიკამ", რომელშიც უკვე ორი წელია ცეკვავს ჩვენი ქეთი ნარიმანიძე. ,,მოზაიკამ " წარადგინა ორი ცეკვა და ორივეჯერ დაიკავა პირველი ადგილი !
ქეთი გილოცავთ გამარჯვებას ! ჩვენ ვამაყობთ შენით ! <3




04.03.2015

მოგეხსენებათ,  რომ 2015 წლის იანვრიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის -,,ექსკურსია თეატრში ". პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-15 წლის მოსწავლეებს .მათ ეძლევათ საშუალება ესტუმრონ სასურველ თეატრს , დაათვალიერონ სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტრის და გამნათებლების ოთახები . აგრეთვე დეკორაციები და თეატრალური კოსტიუმები . მოსწავლეებს გააცნობენ თეატრის ისტორიას , დაასწრებენ რეპეტიციას , ბავშვები პირადად შეხვდებიან რეჟისიორებს და მსახიობებს (სპექტაკლზე 50% ფასდაკლებით ისარგებლებენ ) 
ჩვენ გადავწვიტეთ , პროექტის ფარგლებში , წავსულიყავით ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (სპექტაკლი ,,ჩვენ გველის დიდება")


დარეგისტრირებიდან მეორე დღეს დაგვიკავშირდა ბ-ნი დიმიტრი ღვთისიაშვილი და დეტალურად გაგვაცნო 3 მარტის საექსკურსიო გეგმა 
2015 წლის 3 მარტს საღამოს 6 საათზე ჯერ ჩაგვიტარდა ექსკურსია , ხოლო 7 საათზე დავესწარით სპექტაკლს. 















გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ შესანიშნავი პროექტის ავტორებს და ყურადღებიან ,,მასპინძლებს" !!! მოზარდ მაყურებლის თეატრში ყოფნისას თვითოეულ წუთს ვგრძნობდით ზრუნვას , სითბოს და სიყვარულს !