არის თუ არა ცხოვრებაში ყოველთვის გმირობის ადგილი
(2014-2015 სასწ. წწ სადამრიგებლო საათი 18.02.2015 )
ხანგრძლივობა 45წ
მიმართულება : პიროვნული , მორალური და სოციალური განვითარება
მიზანი:
- მოსწავლეებმა უნდა დაახასიათონ გმირობის არსი
- გააცნობიერონ ყოველდღიურ ცხოვრებაში გმირული საქციელის ჩადენის რეალობა
- გაიხსენონ და დაასახელონ თანამედროვე ქართველი და არა მარტო გმირები
- საკლასო საათის დასაწყისში მასწავლებელი უსვამს შეკითხვებს მოსწავლეებს:
რა არის გმირობა ?
მოსწავლეები სთავაზობენ თავის პასუხებს, მასწავლებელი აფიქსირებს მათ დაფაზე
- მასწავლელი სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ და დაასახელონ გმირის ის ქმედება , რომლის ჩადენა თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია . მოსწავლეები მიდიან ლოგიკურ დასკვნამდე რომ საგმირო ქმედების ჩადენა დღესაც, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის შესაძლებელია
- მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ მათთვის ცნობილი 21 საუკუნის ქართველი (არამარტო) გმირები. ხ.პაპიაშვილმა გაიხსენა რუსთაველი ახალგაზრდა პოეტი ოთო გურგენიშვილი https://www.facebook.com/OtosPoetry , ს.გაფრინდაშვილმა ისაუბრა ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე , მ.შავშიშვილმა გაამახვილა ყურადღება სატელევიზიო გადაცემაზე ,,იმედის გმირები” და ბავშვებმა აღნიშნეს ამ გადაცემის მორალური ღირებულება . მ.მუმლაძემ მოკრძალებით აღნიშნა , რომ ხშირად მშობელი შვილებისთვის ნამდვილი გმირია
- გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი შეაჯამებს თემას
როგორ ვსწავლობთ ?
როგორ ვისწავლოთ უკეთ?
(2014-2015 სასწ. წწ სადამრიგებლო საათი #2)
გამოყენებულია გზამკვლევი ,,სადამრიგებლო საათის პროგრამა "(5-9 კლ) თბ.2011
ხანგრძლივობა 45წ
მიმართულება : პიროვნული , მორალური და სოციალური განვითარება
მიზანი:
- მოსწავლეებმა უნდა გაანალიზონ საკუთარი მიდგომა ახალი ინფორმაციის ათვისებისადმი
- გააცნობიერონ მასალის ათვისების ხალისშემწყობი/შემშლელი პირობები და
- განსაზღვრონ საკუთარი სწავლის სტილი
საკლასო საათის დასაწყისში მასწავლებელი უსვამს შეკითხვებს მოსწავლეებს:
1. რომელი გაკვეთილის სწავლა გიყვართ ყველაზე მეტად და რატომ?
2.რა ხერხს მიმართავთ იმისთვის , რომ მასალას უკეთ დაეუფლოთ?
3.რა ფაქტორები გეხმარებათ , რომ მასალას უკეთ დაეუფლოთ?
4.რა ფაქტორები გიშლით ხელს რომ მასალას კარგად დაეუფლოთ ?
5. აქვს თუ არა მნიშვნელობა დროის ფაქტორს , რა დროს სჯობს მეცადინეობა?
პასუხების შეჯამების შემდეგ დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს დამახსოვრების სტრატეგიების და სწავლის განსხვავებული სტილის შესახებ.
ადამიანებს აქვს უნარი , ვაკონტროლოთ საკუთარი შემეცნებითი პროცესები . როგორ სჯობს მასალის დასწავლა , საჭიროა თუ არა მნიშვნელოვანი მომენტების გამოყოფა , შესასწავლი ტექსტის რამდენჯერმე გამეორება - ამ უნარებს მეტაშემეცნება ეწოდება.
აკრონიმები ანუ აბრევიატურა გვეხმარება შედარებით გრძელი სახელწოდებების დამახსოვრებაში აგ: ,,თსუ" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამახსოვრების პროცესის გაადვილების ერთ-ერთი ხერხი არის ელემენტების კომბინირება . მაგ. რიცხვი 555 12 12 უფრო იოლია დასამახსოვრებლად ვიდრე ხუთი მილიონ ხუთასორმოცდათორმეტი ათას ორასთორმეტი.
დამახსოვრების ერთ-ერთი ხერხია , ასევე , კავშირების სისტემის გამოყენება. ადამიანმა უნდა მოახდინოს მასალის ვიზუალიზაცია (თვალნათლივ წარმოდგენა) და ჩამოაყალიბოს მხედველობითი ასოციაცია (კავშირი) მოცემულ ელემენტებს და სხვა ელემენტენს შორის. მაგ. პროდუქტების სია: პური , მარილი , ტყემალი , ყველი. მოცემული სიის დასამახსოვრებალდ ჯერ უნდა წარმოვიდგინოთ პური , შემდეგ მარილი , წარმოსახვაში უნდა დავაკავშიროთ პური და მარილი ერთმანეთთან , შემდეგ ამ კომპოზიციას ვუმატებთ ტყემალს და ა.შ. ეს ხერხი ძალიან ეფექტურია, თუმცა აქვს ხარვეზები. შეიძლება ვერ გავიხსენოთ პირველი კომპონენტი და ამის შემთხვევაში გაგვიჭირდება სხვა კომპონენტების გახსენება.
მეორე მეთოდი , რომელიც კავშირების სისტემას ეყრდნობა , არის ,,ადგილის მეთოდი" ჩვენ შეგვიძლია დასამახსოვრებული საგნები ,,მოვათავსოთ" სხავადასხვა ოთახში . მაგ. პური - სამზარეულოში , მარილი- საძინებელში, ტყემალი-აივანზე. მოგონება მოხდება ოთახების მიხედვით.
რატომ ვივიწყებთ ნასწავლ მასალას ?
დამრიგებელი აცნობს მოსწავლეებს დავიწყების მიზეზებს
ჩაქრობა - ადვილად ვივიწყებთ იმ მასალას რომელსაც ხშირად არ ვიხსენებთა და არ ვიყენებთ.
დამახინჯება-მასალა რომელსაც ხშირად არ ვიხსენებთ შეიძლება მთლიანად არ გაქრეს მაგრამ აგვერიოს სხვა მასალაში . ამ შემთხვევაში გვახსენდება ცალკეული ფრაგმენტები მაგრამ არაადეკვატური კონტექსტიტ
განდევნა - არსებობს მოსაზრება , რომ ადამიანები ვივიწყებთ ჩვენთვის უსიამოვნო მოვლენებს
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს რომ თვითოეულს აქვს ინდივიდუალური სწავლის სტილი: ვიზუალური(თვალით) , აუდიალური (მოსმენით), კინესტეტიკური (გაკეთებით)თვითოეულმა მოსწავლემ უნდა გაანალიზოს სწავლის რომელი სტილი არის მისთვის უფრო იოლია , მოსახერხებელი და ის აქტიურად გამოიყენონ სწავლის დროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий