15.04.2015

მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,გარემოებების მსხვერპლი"

ჩვენი ხატია პაპიაშვილის და 9ა კლასელი თამთა ქიმბარიშვილის და მარიამ ბეშიძის ორიგინალური იდეის მიხედვით გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,გარემოებების მსხვერპლი" ფილმი მონაწილეობას მიიღებს საქალაქო კონკურსში , რომლის იდეაა ბავშვთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაცია . ვუსურვებ ჩვენ ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას !!!

02.04.2015

პოეზიის საღამო /ვილიამ შექსპირი

უცხო ენის კვირეულის ფარგლებში ინგლისურის მასწავლებელმა , ქეთინო მამიაშვილმა , ჩვენ კლასში დაგეგმა ვილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამოს განხორციელება .
დღეს , სკოლის ბიბლიოთეკაში მოვაწყეთ მყუდრო , შექსპირისეული რომანტიკით გამსჭვალული გარემო და 45 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით შექსპირზე , ვკითხულობდით სონეტებს და ვმსჯელობდით პოეზიის ძალაზე








ქეთინო მასწავლებელო ! დიდი მადლობა ლამაზი ღონისძიებისთვის და ათიანებისთვის :)