29.05.2016

მზადება ბოლო ზარისთვის

26 მაისს არ დავიზარეთ და მოვედით სკოლაში , რომ საზეიმოდ გაგვეფორმებინა სკოლის დერეფანი ჩვენი აწ უკვე გამოცდაჩაბარებული და ატესტატიანი  მეთორმეტე კლასელებისთვის !


27 მაისს , დილით დავასრულეთ სამზადისი და აი შედეგიც !

ქართული ცეკვის ფესტივალი -ბათუმი

ანა გურასაშვილი 

17.05.2016

კონკურსი,, ნაბიჯი თანადგომისკენ "

მოგეხსენებათ , რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულია საჯაროს    სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების - ფლეშმობების კონკურსი. ჩვენ ჩავატარეთ I- სასკოლო ტური და გამოვავლინეთ გამარგვებულები .სიამაყით ავღნიშნავ რომ 10ბ კლასის მოსწავლეების აქტიურობას და ინიციატივებს !
კონკურსზე   წარვადგინეთ
 ორი სლოგანი :

ძალადობა სისუსტეა  / ანა გურასაშვილი 
ძალადობა სიბრიყვეა  / ხატია პაპიაშვილი

მერი მუმლაძემ , მე-7 და მე-8 კლასელ მოსწავლეებთან ერთად  დადგა თემატური ფლეშმობი 

ხატია პაპიაშვილის კონცეპცია 

დედამიწა ძალადობის გარეშე
როცა   გიყვარს     საკუთარ  თავში  ისეთ სიმდიდრეს, იმდენ  სინაზეს, ალერსს აღმოაჩენ  არც   კი  გჯერა   რომ  ასეთი   სიყვარული   შეგიძლია. საინტერესოა , რატომ ხდება ადამიანი მოძალადე ?  ძალადობაზე ამ თემაში მინდა კარგად დაგანახოთ თუ რამხელა მინუსები აქვს ძალადობას და დაგისვათ ძალიან საინტერესო კითხვა: როგორი იქნებოდა დედამიწა ძალადობის გარეშე? მოდით პირველ რიგში განვმარტოთ სიტყვა ძალადობა, ლექსიკონში ეს უკანასკნელი ასე ითარგმნება: ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარ გამიზნული გამოყენება   მიმართული   საკუთარი  თავის, სხვა  ადამიანისა  ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც   ადგილი   აქვს   სიკვდილს, სხეულის   დაზიანებას, ფსიქოლოგიურ   ტრავმას, ნორმალური  განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. ძალადობა ორ ტიპად შეგვიძლია დავყოთ, ესენია: ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ალბათ დამეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ბევრად უფრო ღრმა და მტკივნეულია ვიდრე ფიზიკური.
 ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძადადობა და სხვა. ძალადობას აქვს საკმაოდ სერიოზული შედეგები ის იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რაც დიდი შანსია, ფატალური შედეგით დასრულდეს. ამგვარი ტრაგედიები კი ძალიან ბევრია მთელს მსოფლიოში. ხშირად ოჯახურ ძალადობაში ბავშვები იჭყლიტებიან. ოჯახი ის ბუნებრივი გარემოა, რომელშიც მისი წევრები ყველაზე უფრო დაცულად და კომფორტულად უნდა გრძნობდნენ თავს. მაგრამ ოჯახში, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი პირიქითაა და სახლი ხდება ის ადგილი , სადაც ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს.
კერძოდ საქართველოში კი ბავშვზე ძალადობა აღზრდის მეთოდადაა ქცეული ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე19 მუხლის თანახმადბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების ან ოჯახის წევრთა მხრიდან ყველა სახის ძალადობის შეურაცხყოფის, უხეში მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგანსაზოგადოების უმეტესი ნაწილი კი თვლის რომ ძალადობა აუცილებლად საჭიროა ბავშვის აღზრდისთვის და ეს საუკეთესო აღზრდის მეთოდია.  ასეთ მოპყრობას კი ბავშვი ხშირად მიუყვანია თვითმკვლელობამდე. უფრო ხშირად  კი , ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თვითონაც მოძალადენი არიან.
ალბათ ადვილი მისახვედრია ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, თუ როგორი იქნებოდა დედამიწა ძალადობის გარეშე, ეს ერთი სიტყვით რომ ვთქვა ძნელია. მაგრამ ვფირობ, რომ  იქნებოდა მშვიდი.
ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ, რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის. ამ ესეს მკითხველმა კი მინდა რომ დაიჯეროს სასწაულების და იყოს ის ერთ-ერთი რომელიც ხმამაღლა იტყვისარა ძალადობას“.


06.05.2016

მაისის დასაწყისში ალეკო საცერაძე , ანსამბლ ,,თუთარჩელას" წევრებთან ერთად  გაემგზავრა შვეიცარიაში  საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე

ქეთი ნარიმანიძე ,  ,,მოზაიკის" წევრებთან ერთად გაემგზავრა ქ.ბაქოში ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე