10.12.2014

მათემატიკის კვირეულის მშვენიერი დასაწყისი !

ისტორიის კვირეულის შემდეგ ჩვენ სკოლაში დაიწყო მათემატიკის კვირეული . დღეს ჩატარდა ვიქტორინა -კონკურსინა მეცხრე კლასებს შორის . ჩვენმა გუნდმა ,,პარაბოლამ" დაიკავა მეორე ადგილი !
 ჩვენი ყველაზე რთგული და მოწესრიგებული გულშემატკივრები : დაჩი გილიგაშვილი, სალომე ურიადმყოფელი, მონიკა ანსიანი 
 პირველი ტური 
 მეორე ტური 
 მესამე ტური 
 და ღირსეული მეორე ადგილი ! 
 გილოცავთ ბავშვებო !!!! 




02.12.2014

მხიარული სტარტები

 ეს მასალა გადმოწერილია #20 საჯარო სკოლის ბლოგიდან !

http://skola20.blogspot.com/2014/12/blog-post.html?spref=fb

ორგანიზაცია ააიპ ,,ახალგაზრდა ინიციატორების" კლუბის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია პაპიაშვილი, რომლის ინიციატივამ მეოცე სკოლაში მოუყარა თავი  თანატოლებს. 
          პროექტის ,,ლიდერობის უნარების განვითრება  მოსწავლეებში"  ახალი ეტაპის დაწყებისთანავე, რომელიც გულისხმობდა მოსწავლეების მიერ საკუთარ თემსა თუ სკოლაში დაგეგმილი მინი პროექტების განხორციელებას, ხატიას პროექტი: ,,მხიარული სტარტები"  წარმატებული აღმოჩნდა.   
          და დადგა პროექტის განხორციელების დღეც. 
     სპორტდარბაზში გამოფენილი იყო ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი პლაკატები, რომლებიც  #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.



          ,,მხიარულ სტარტებში" მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის  საჯარო და კერძო სკოლების  (#13, 10, 25, 6, ,,მზეკაბანის" ) მოსწავლეებმა.
          ორ გუნდად განაწილებული მოსწავლეები სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.














         შეჯიბრებას ესწრებოდნენ ,,ახალგაზრდა ინიციატორების" წარმომადგენლები, ქალბატონები ნატალია ღონღაძე, ია თბუკაშვილი და ამერიკელი მოხალისე სარა ფროჯი. 
,,მხიარულ სტარტების"ჟიურიში ისხდნენ მოწვეული სტუმრები:  თვითმმართველი ქ.რუსთავის განათლების განყოფილების უფროსი, ახალგაზრდული ცენტრის  წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი,  მსაჯობდნენ სკოლის სპორტის მასწავლებლები. 

        შეჯიბრება დამთვრდა ანგარიშით 53:47. გამარჯვება ერთ-ერთმა გუნდა მოიპოვა, თუმცა უსაჩუქროდ არავინ დარჩენილა. სკოლის დირექციამ მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა სიგელებით, ხოლო ,,რუსთავის ახალგაზრდულმა ცენტრის" წარმომადგენლებმა - სასაჩუქრე პაკეტებით. 
         ხატიას პროექტმა გარდა იმისა რომ  კიდევ ერთხელ დააახლოვა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები,   ერთი საინტერესო და სახალისო დღეც  აჩუქა მათ.


01.12.2014

სასკოლო ვიქტორინა - კონკურსი ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია"

დღეს , ქ.ნარიმანიძის და მ.მუმლაძის ინიციატივით სკოლაში განხორციელდა ისტორიული ვიქტორინა -კონკურსი ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია" .
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 გუნდმა (7/8კლასები)








კონკურსში შედგებოდა 4 ეტაპიდან , ჟიურის წევრები იყვენენ : მანანა ხავთასი , ირმა იჩქიტიძე, ნინო ჩხიკვაძე, მანანა ჯიმშელაძე .
საკმაოდ რთულ ინტელექტუალურ ბრძოლაში გაიმარჯვა 7ბ კლასის მოსწავლეებმა
გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები  დირექციისგან !