20.06.2012

დასრულდა 2011-2012 სასწავლო წელი !
ჩემ ლამაზ და ჭკვიან მოსწავლეებს ვულოცავ არდადაგებების დადგომას და სიამაყით გაცნობებთ 6ბ კლასის წარჩინებულ მოსწავლეთ სიას
(ანუ იმ მოსწავლეთა ვისი წლიური შეფასების საერთო ქულა 10-9)
  • საბა გაფრინდაშვილი 
  • მიხეილ შავშიშვილი
  • ლუკა ნებიერიძე
  • ნოდარ გელაშვილი
  • თამარ ბითაძე და ხატია პაპიაშვილი
მოხარული ვარ რომ წარჩინებულების ექვსეული მყავს და ვიმედოვნებ რომ მომავალი წლისთვის მათი რიცხვი კიდევ უფრო  გაიზრდება :)

წარჩინებულთა რიგებში ყოფნისთვის სულ ცოტა დააკლდათ :
  • ქეთი ნარიმანიძეს
  • ანა ბადალიანს
  • ლუკა მალუტაშვილს
  • მერი მუმლაძეს
  • და ანა გუმბერიძეს
დარწმუნებული ვარ რომ 2012-2013 წელი წარმატებული  და საინტერესო გვექნება , იმიტომ რომ მე მყავს გონიერი, ცნობისმოყვარე და მხიარული მოსწავლეები !!!
2011-2012 სასწავლო წელი დავაგვირგვინეთ ექსკურსიით ბეთანიაში . გრადა იმისა რომ უამრავი საინტერესო რამე გავიგეთ ამ ულამაზესი ტაძრის და აქ მოღვაწე ბერების შესახებ და რათქმა უნდა გავერთეთ უძვირფასესი განძი წამოვიღეთ - ჩვენი გიორგისთვის (ხვედელიძესთვის) ბერებმა გამოგვატანეს საკურთხეველში დაბრძანებული ხატების კადელის ზეთი !!! წმინდა დიდმოწამე გიორგის ვევედრებით რომ ჩვენი გიორგისთვის სთხოვოს ყოვლისშემძლე უფალს ჯამრთელობა და ბედნიერება !