20.11.2011

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები არ უნდა შევზღუდოთ ჩვენი შეცოდებით

12ბ კლასისი მოსწავლეებმა : თამუნა სუხაშვილმა და დიანა კიკაბიძემ  საკლასო საათზე გაგვიკეთეს პრეზენტაცია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების შესახებ. მათი პრეზენტაციის მიზანი იყო ეჩვენებინა ჩვენთვის , რომ თვითოეული ადამიანი, მათ შორის ინვალიდიც,  დაჯილდოვებულია განსაკუთრებული ნიჭით და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ნიჭის გამომჟღავნებას, განვითარებას!
პრეზენტაციის კულმინაცია იყო დოკუმენტალური ფილმი  ნიკ ვუიჩიჩზე, ავსტრალიელ ბიჭზე , რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს ოპტიმიზმის გაკვეთილს
ჩემ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ გოგონების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. დიდი მადლობას ვუხდით თამარს და დიანას და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი შეხვედრები და საინტერესო საუბრები განმეორდება ! 

Комментариев нет: