13.11.2011

პროექტი ,, ჩვენი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები"

ახალი პროექტის ფარგლებში მე -6 ბ კლასის მოსწავლეებმა : ლუკა ნებიერიძემ, ქეთინო ნარიმანიძემ და საბა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ ქვის იარაღების მაკეტები (თიხისგან)
ლუკა ნებიერიძემ გააკეთა პალეოლითის ხანის იარაღების მაკეტები ,  ხოლო იმისთვის რომ მისი შრომა შედეგიანი ყოფილიყო დახმარება სთხოვა ჩვენი  სკოლის ხელოვნების მასწავლებელს - ნონა ხიდაშელს.




მართალია თიხა ჯერ სველია და  საბლოო შედეგის მისაღწევათ საჭიროა მასალის გამოწვა, შეღებვა და გალაკვა მაგრამ აშკარაა რომ ლუკას შრომას და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ქეთი ნარიმანიძემ დაამზადა მეზოლითის ხანის იარაღების მაკეტები და დახმარებისთვის ასევე მიმართა ნონა მასწავლებელს

                                                 

 საბა გაფრინდაშვილმა გააკეთა ნეოლითის ხანის ქვის იარაღების მაკეტები

ახლო მომავალში ჩემი მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას , რომელზედაც გააცნობენ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებს თავის ნამუშევრებს

Комментариев нет: