26.11.2011
20.11.2011
შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები არ უნდა შევზღუდოთ ჩვენი შეცოდებით
12ბ კლასისი მოსწავლეებმა : თამუნა სუხაშვილმა და დიანა კიკაბიძემ საკლასო საათზე გაგვიკეთეს პრეზენტაცია შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების შესახებ. მათი პრეზენტაციის მიზანი იყო ეჩვენებინა ჩვენთვის , რომ თვითოეული ადამიანი, მათ შორის ინვალიდიც, დაჯილდოვებულია განსაკუთრებული ნიჭით და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ნიჭის გამომჟღავნებას, განვითარებას!
პრეზენტაციის კულმინაცია იყო დოკუმენტალური ფილმი ნიკ ვუიჩიჩზე, ავსტრალიელ ბიჭზე , რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს ოპტიმიზმის გაკვეთილს
ჩემ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ გოგონების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია. დიდი მადლობას ვუხდით თამარს და დიანას და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი შეხვედრები და საინტერესო საუბრები განმეორდება !
13.11.2011
პროექტი ,, ჩვენი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები"
ახალი პროექტის ფარგლებში მე -6 ბ კლასის მოსწავლეებმა : ლუკა ნებიერიძემ, ქეთინო ნარიმანიძემ და საბა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ ქვის იარაღების მაკეტები (თიხისგან)
ლუკა ნებიერიძემ გააკეთა პალეოლითის ხანის იარაღების მაკეტები , ხოლო იმისთვის რომ მისი შრომა შედეგიანი ყოფილიყო დახმარება სთხოვა ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებელს - ნონა ხიდაშელს.
მართალია თიხა ჯერ სველია და საბლოო შედეგის მისაღწევათ საჭიროა მასალის გამოწვა, შეღებვა და გალაკვა მაგრამ აშკარაა რომ ლუკას შრომას და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ქეთი ნარიმანიძემ დაამზადა მეზოლითის ხანის იარაღების მაკეტები და დახმარებისთვის ასევე მიმართა ნონა მასწავლებელს
საბა გაფრინდაშვილმა გააკეთა ნეოლითის ხანის ქვის იარაღების მაკეტები
ახლო მომავალში ჩემი მოსწავლეები გეგმავენ პრეზენტაციას , რომელზედაც გააცნობენ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებს თავის ნამუშევრებს
ახალი პროექტი
ნინო (ბიძინაშვილი) მასწავლებლის ინიციატივით 6 ბ კლასის მოსწავლეთა ჯგუფმა (ა.ბადალიანი, ს.გაფრინდაშვილი, ლ.ნებიერიძე და ნ.გელაშვილი) დაიწყეს მუშაობა შიდასასკოლო პროექტზე ,, ჩვენი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები - ქვის ხანის იარაღები". ამ პროექტის საბოლოო მიზანია - მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნან საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი არტეფაქტების ასლები.
მოსწავლეები, შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის და ფოტო მასალის შესწავლის შემდეგ , ესტუმრნენ თბილისის ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმს , რათა თავისი თეორიული ცოდნა ვიზუალურად გაემტკიცებინათ
მოსწავლეები, შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის და ფოტო მასალის შესწავლის შემდეგ , ესტუმრნენ თბილისის ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმს , რათა თავისი თეორიული ცოდნა ვიზუალურად გაემტკიცებინათ
მოსწავლეებმა ყურადღებით შეისწავლეს მეზოლითისა და ნეოლითის ხანის არტეფაქტების დამახასიათებელი ნიშნები
მუზეუმში ყოფნის დროს ბავშვებმა, რათმქუნდა გვერდი არ აუარეს საგანძურს
თბილისიდან ბავშვები ცოდნით, ენერგიით და უამრავი ახალი იდეით დახუნძლულები დაბრუნდნენ !
Подписаться на:
Сообщения (Atom)