31.03.2016

საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონფერენცია

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ :
ქ.ნარიმანიძე და მ.მუმლაძე ,,დაბალანსებული კვება"
ა.გურასაშვილი, ა.გზობავა,მ.კალატოზიშვილი  ,, ნარკოტიკების ზეგავლენა ორგანიზმზე"
ხ.პაპიაშვილი ,, ნარკომანია" 

22.03.2016

ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში





































3/8 მარტის სიურპრიზი


ჩვენმა ბიჭებმა 3/8 მარტის აღსანიშნავად მოიფიქრეს შედარებით მოკრძალებული , მცირებიუჯეტიანი მაგრამ მრავლისმეტყველი სიურპრიზი :) ჩვენთვის . მადლობთ ბიჭებო !!!!



06.03.2016

ქვემო ქართლის თანამედროვე ცეკვებისა და ჩერლიდინგის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა

5 მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში ჩატარდა ქვემო ქართლის თანამედროვე ცეკვებისა და ჩერლიდინგის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა (ინიციატორი ნ.მაისურაძე)
ჩვენი კლასიდან ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე
გოგონების ინდივიდუალურმა და ,,მოზაიკის" შემადგენლობაში შესრულებლმა ცეკვებმა დაიკავეს პირველი ადგილები !
ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა იმ ანსამბლების დაჯილდოვება , რომლებიც ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავენ, მათ შორის ანსამბლის სადაც ცეკვავს ჩვენი ნოდარი გელაშვილი

27.02.2016

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, თანამედროვე კლასიკოს მწერალთან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
საღამოზე სახელწოდებით ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’ მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენა და დარბაზის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიებას - ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’, ქალაქის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძრვანელი სოფიო ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რუსთაველი მწერლები, მსახიობები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. 
ჩვენი კლასიდან თანამედროვე კლასიკოსთან შეხვედრის შესაძლებლობა გამოიყენეს ანა გზობავამ , ანა გურასაშვილმა და  მარი კალატოზიშვილმა.


 საღამოს დაწყებამდე თეატრში მუსულ მაყურებელს დიდ მწერალთან პირადად გასაუბრების და მისგან ავტოგრაფის მიღების საშუალებაც ჰქონდა. 
,,მკითხველთან ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სიხარულია, რაღაცნაირად რომ გრძნობ, რომ სულ ტყუილად არ გიმუშავია. ასეთი მხარდაჭერები ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მომმატებელია. ამას ორი მხარე აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობაც არის და შვებაც არი. ასეთ სიხარულს რომ ხედავ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა გურამ დოჩანაშვილმა.
საღამო რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.