27.02.2016

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, თანამედროვე კლასიკოს მწერალთან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
საღამოზე სახელწოდებით ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’ მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენა და დარბაზის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიებას - ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’, ქალაქის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძრვანელი სოფიო ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რუსთაველი მწერლები, მსახიობები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. 
ჩვენი კლასიდან თანამედროვე კლასიკოსთან შეხვედრის შესაძლებლობა გამოიყენეს ანა გზობავამ , ანა გურასაშვილმა და  მარი კალატოზიშვილმა.


 საღამოს დაწყებამდე თეატრში მუსულ მაყურებელს დიდ მწერალთან პირადად გასაუბრების და მისგან ავტოგრაფის მიღების საშუალებაც ჰქონდა. 
,,მკითხველთან ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სიხარულია, რაღაცნაირად რომ გრძნობ, რომ სულ ტყუილად არ გიმუშავია. ასეთი მხარდაჭერები ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მომმატებელია. ამას ორი მხარე აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობაც არის და შვებაც არი. ასეთ სიხარულს რომ ხედავ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა გურამ დოჩანაშვილმა.
საღამო რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.

Комментариев нет: