13.10.2014
12.10.2014
Young Initiators
მოგეხსენებათ რომ ჩვენი ხატია პაპიაშვილი გაწევრიანდა Young Initiators-ორგანიზაციაში
ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია:
ხელი შუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალურ გააქტიურებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას;საზოგადოების დაუცველი ფენების სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას;
ორგანიზაცია ხელს უწყობს თემის ჩართვას ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში; ორგანიზებას უწევს ახალგაზრდულ კლუბურ მუშაობას; მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში; ამყარებს საქმიან ურთიერთობებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ;ახორციელებს ტრენინგ სემინარებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, აწყობს კონფერენციებს,სემინარებს, დისკუსიებს, კონკურსებს;აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს და ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო ღონისძიებებს;
უფრო ვრცლად ორგანიზაციის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებგვერდზე facebook-ზე.
სკოლის თვითმართველობის წევრის არჩევნები
2014 წლის 8 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა თვითმართველობის წევრების არჩევნები . ჩვენი კლასიდან იყო წარდგენილი ორი კანდიდატი: თამთა დალაქიშვილი და ხატია პაპიაშვილი. 9ბ კლასის უმრავლესობამ სკოლის თვითმართველობის წევრად აირჩია ხატია პაპიაშვილი . გილოცავთ ხატია და ვიმედოვნებთ რომ იქნები აქტიური , კრეატიული და ბევრი საინტერესო აქტივობებით გაამდიდრებ ჩვენი კლასის და სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას !
11.10.2014
წიგნები ალამაზებენ ჩვენ ცხოვრებას
10 ოქტომბერს ჩვენი კლასის მოსწავლეებმა : მიშიკო შავშიშვილმა , საბა გაფრინდაშვილმა და ხატია პაპიაშვილმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე : ,,წიგნები ალამაზებენ ჩვენ ცხოვრებას" (ხელმძღვანელი მაყვალა ბერძენიშვილი)
პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექტორი : ქ-ნი ირმა იჩქიტიძე , სასწავლო ნაწილი ქ-ნი მანანა ჯიმშელაძე , ქართულის მასწავლებელი მანანა წერეთელი და 9გ, 10ბ, 11ა კლასის მოსწავლეები
პრეზენტაციას დაესწრო სკოლის დირექტორი : ქ-ნი ირმა იჩქიტიძე , სასწავლო ნაწილი ქ-ნი მანანა ჯიმშელაძე , ქართულის მასწავლებელი მანანა წერეთელი და 9გ, 10ბ, 11ა კლასის მოსწავლეები
რა თქმა უნდა პრეზენტატორები ძალიან ღელავდნენ , მაგრამ მსმენელის კეთილგანწყობილებამ ხელი შეუწყო ბავშვების კომპლექსების მოხსნას და თავისი ნაშრომის ღირსეულად წარმოჩენას
10.10.2014
კონფლიქტის რაობა და მისი მოგვარების გზები
დღეს, 10 ოქტომბერს ჩვენ კლასში ჩატარდა საკლასო საათი თემაზე ,,კონფლიქტის რაობა და მისის მოგვარების გზები "
ფალსიფიტატორის როლში გამოვდნენ ჩვენი სკოლის ფსიქოლოგი - ლია ყულოშვილი და სპეცმასწავლებელი ეკა ტაბატაძე მოსწავლეებმა გაანალიზეს კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები და იმსჯელეს მისი დროულად მოგვარების / შეწყვეტის გზებზე . მოსწავლეებს შორის დაიმართა ემოციური და საინტერესო დისკუსია

Подписаться на:
Комментарии (Atom)