12.10.2014

Young Initiators

მოგეხსენებათ რომ ჩვენი ხატია პაპიაშვილი გაწევრიანდა Young Initiators-ორგანიზაციაში
ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია: 

 ხელი შუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალურ გააქტიურებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას;საზოგადოების დაუცველი ფენების სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას;
ორგანიზაცია ხელს უწყობს თემის ჩართვას ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში; ორგანიზებას უწევს ახალგაზრდულ კლუბურ მუშაობას; მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში; ამყარებს საქმიან ურთიერთობებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ;ახორციელებს ტრენინგ სემინარებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, აწყობს კონფერენციებს,სემინარებს, დისკუსიებს, კონკურსებს;აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს და ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო ღონისძიებებს;

უფრო ვრცლად ორგანიზაციის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ   მის ვებგვერდზე facebook-ზე.

Комментариев нет: