04.10.2015

,,ჩვენ გვახსოვს "

27 სექტემბერს ჩვენ გადავწვიტეთ განსხვავებულად აგღვენიშნა სოხუმის დაცემის დღე.  ღონისძიებისთვის მზადება დავიწყეთ რამდენიმე დღით ადრე . მონიკა ანსიანმა გააკეთა პლაკატი , რომელიც ასახავდა 1993 წელს დატრიალებული ტრაგედიას

პლაკატი განვათავსეთ სკოლის შემოსასვლელში. პარასკევს , 25 სექტემბერს , მასწავლებლებს და უფროსკლასელებს დავურიგეთ ჩვენს მიერ დამზადებული ყაყაჩოები და შევატყობინეთ , რომ  27 სექტემბერს, საღამოს 19.00 საათზე , სკოლის ეზოში იგეგმება სოხუმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება . 
მე-5ბ კლასის დამრიგებელმა , ეკატერინე მამუკელაშვილმა თავის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩებმნენ ღონისძიების მზადების პროცესში
კვირა საღამოს სკოლის ეზოში დავხატეთ საქართველოს რუკა , რომლის კონტურები  განსაკუთრებით კი აფხაზეთის საზღვრები გავაფორმეთ სანთლებით 
ღონისძიების დასაწყისში ისტორიის მასწავლებელმა  -ნინო ბიძინაშვილმა ისაუბრა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ . შემდეგ მე-10ბ და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე . ღონისძიების დასასრულს მე-20 სკოლის სასწავლო ნაწილმა- მანანა ჯიმშელაძემ და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელამ -მაყვალა ბერძენიშვილმა  მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ინიციატივისთვის და ისაუბრეს  27 სექტემბრის ტრაგედიის  ხსოვნის მნიშვნელობაზე .ღონისძიება დასრულდა ფრანების, როგორც აფხაზეთისადმი სიყვარულის და ერთგულების სიმბოლოს  გაშვებით 
ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა  იხილეთ აქ
 

Комментариев нет: