27.02.2016

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, თანამედროვე კლასიკოს მწერალთან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
საღამოზე სახელწოდებით ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’ მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენა და დარბაზის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიებას - ,,საუბრები გურამ დოჩანაშვილთან’’, ქალაქის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძრვანელი სოფიო ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რუსთაველი მწერლები, მსახიობები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. 
ჩვენი კლასიდან თანამედროვე კლასიკოსთან შეხვედრის შესაძლებლობა გამოიყენეს ანა გზობავამ , ანა გურასაშვილმა და  მარი კალატოზიშვილმა.


 საღამოს დაწყებამდე თეატრში მუსულ მაყურებელს დიდ მწერალთან პირადად გასაუბრების და მისგან ავტოგრაფის მიღების საშუალებაც ჰქონდა. 
,,მკითხველთან ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სიხარულია, რაღაცნაირად რომ გრძნობ, რომ სულ ტყუილად არ გიმუშავია. ასეთი მხარდაჭერები ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მომმატებელია. ამას ორი მხარე აქვს, პასუხისმგებლობის გრძნობაც არის და შვებაც არი. ასეთ სიხარულს რომ ხედავ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა გურამ დოჩანაშვილმა.
საღამო რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.

23.02.2016

სად ? რა ? როდის ?

2016 წლის 23 თებერვალს , 14.00 სთ თვითმმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში : სად?რა?როდის? საინტერესო და სახალისო აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს : 9ა, 9ბ, 9გ, 10ა,10ბ კლასების საგანგებოდ ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა . ჩვენი კლასის სახელით თამაშში მონაწილეობა მიიღეს : ა.საცერაძე, ხ.პაპიაშვილი, მ.მუმლაძე, თ.დალაქიშვილი, ჯ.სიბაშვილი ,ლ.ნებიერიძე
 საპატიო სტუმრებად და დამკვირვებლებად იყვნენ: ნ.შევარდენიძე, ქ.ფოფხაძე, ქ.მამულაშვილი და ნ.ბიძინაშვილი


თამაში შედგებოდა სამი ტურისგან .პირველ ტურში მონაწილეებს უნდა გაეცათ პასუხი 7 კითხვაზე , მეორე ტურში -5 კითხვაზე , ხოლო მესამე ტურში -3 კითხვაზე .
ჩვენმა გუნდმა  დაიკავა მეორე ადგილი .

17.02.2016

17.02.2016 რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა მ.დათუკიშვილის პერსონალური გამოფენა. 10ბ კლასიდან გამოფენას ეწვია ანა ბადალიანი . ანამ აღნიშნა, რომ ბ-ნი მალხაზის შემოქმედება  საინტერესო , ორიგინალური და ბოლომდე ამოუცნობის შთაბეჭდილება დატოვა .









16.02.2016 რუსთავის დრამატულ თეატრში ჩატარდა კრიმინალური პოლიციის მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია . 10ბ კლასიდან პრეზენტაციას დაესწრნენ : მირიან ხელაძე , ალეკო საცერაძე, ჯემალ სიბაშვილი , ნოდარ გელაშვილი, ლუკა ნებიერიძე, თაზო გელაშვილი, მარი კალტოზიშვილი, ანა გზობავა, ანა გურასაშვილი.

ბავშვებმა აღნიშნეს , რომ ბევრი მახალი, მათთვის ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია გაიგეს პოლიციის  და პოლიციელების მუშაობის შესახებ 

08.02.2016

საქველმოქმედო კონცერტი

2016 წლის 7 თებერვალს , რუსთავის დრამატულ თეატრში , სსიპ ქ.რუსთავის #4 საჯარო სკოლის დირექტორის ბ-ნი მამუკა ხამხაძის ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი ამავე სკოლის მოსწავლის რომეო ვაჩაძის  დასახმარებლად . კონცერტში მონაწილეობა მიიღეს :ბარბარა სამხარაძემ (2016წ ნიჭიერის გამარჯვებული), გიორგი ნაკაშიძემ ( Xფაქტორის მონაწილე)  ,  გიორგი ფრუიძე (ქართული VOICE) და ჩვენი ქალაქის  სხვადასხვა მუსიკალურმა  ანსამბლებმა მათ შორის ,,თუთარჩელა" , რომლის ერთერთი სოლისტია ალეკო საცერაძე და ,,მოზაიკა" -ქეთი ნარიმანიძის და მერი მუმლაძის მონაწილეობით . მოხარული ვარ რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ქალაქის საქველმოქმედო ღონისძიებებში !



IDF ლიდერთა სკოლის სალექციო კურსი

ხატია პაპიაშვილმა  ნაყოფიერად გამოიყენა ზამთრის არდადაგებები . ,,სახელმწიფო 3,0" ინიციატივით ჩატარდა სალექციო კურსი , რომლის მთავარი თემა იყო  საზოგადოების მართვა  .

07.02.2016

University-of-Georgia-Alasania საინტერესო ტრენინგი

საბა გაფრინდაშვილი გამოირჩევა მაღალი შედეგებით და აქტიურობით ,როგორც აკადემიურ მოსწრებაში , ასევე სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში . 
2016 წლის 30-31 იანვარს და 6-7 თებერვალს ალასანიას უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნეს თემატიკის ტრენინგ კური COACH4LIFE, საბა  ჩაერთო ზემოთხსენებულ ტრენინგ  კურსში .





04.02.2016

დაჯილდოება

2016 წლის 4 თებერვალს სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა შიდასასკოლო საფეხბურთო ტურნირის პირველი/მეორე ადგილის მფლობელების დაჯილდოება .დირექტორმა გადასცა გუნდის წევრებს სიგელები და ხატები .
 ჩვენ დავიკავეთ საპატიო მეორე ადგილი .
ვულოცავთ ბიჭებს წარმატებას და ველით მრავალ გამარჯვებას !








03.02.2016

შიდასასკოლო საფეხბურთო შეჯიბრი

1-3 თებერვალს სკოლაში გაიმართა საფეხბურთო შეჯიბრი 9-10-11 კლასებს შორი . ჩვენი კლასის ღირსებას იცავდნენ : ნოდარ გელაშვილი, ლევან ნაჭყებია, საბა გაფრინდაშვილი, მიშიკო შავშიშვილი და პაპუნა შათირიშვილი .
ჩვენ გუნდ მოუწია თამაში 11ა კლასის გუნდთან (6:4-ჩვენი უპირატესობით) და 9ბ კლასის გუნდთან (10:2 -ჩვენი უპირატესობით) დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა 9ა კლასის გუნდთან .






მიუხედავად ჩვენი თავგანწირული ბრძოლის , დამატებით დროში მოწინააღმდეგეთა გუნდმა შეძლო ,ერთი ქულის უპირატესობით, ჩვენი დამარცხება .