2015 წლის 25 ოქტომბერს Xბ კლასის მოსწავლეებმა ნინო ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გახსნილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მოწყობილ გამოფენას
გამოფენა გაიხსნა 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით .გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები , მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 140 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია, ასევე, შვიდი დოკუმენტის დედანი.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გალერეაში დაცული ნ.ფიროსმანის,დ.კაკაბაძის და გუდიაშვილის ცნობილი ნამუშევრები.