26.02.2015

საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი დებატები

2015 წლის 25 თებერვალს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქ-ნი მანანა ხავთასის ინიციატივით ჩატარდა დებატები  თემაზე : 25 თებერვალი -საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა ოკუპაცია თუ ქართველი ხალხის ბრძოლა უუნარო ხელისუფლების წინააღმდეგ . თემა ძალიან აქტუალური და პროვოკაციული იყო და ჩვენ ვერ ვიტყოდით უარს  ამ ღონისძიებაზე !
     დებატების დაწყების წინ ქ-ნმა მანანამ მინი ლექციის სახით გააცნო დამსწრე საზოგადოებას 1921 წ  საქართველოში დატრიალებული მოვლენები .

 დებატების წარმართვისას ნებისმიერ დამსწრეს ჰქონდა საშუალება დაესვა კითხვები მოთამაშეებისთვის . ჩვენ ავირჩიეთ აქტიური მსმენელის პოზოცოა :) 


დებატების 1 საათმა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ჩაიარა ! დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ მანანას  და დებატ კლუბის წევრებს !!! 
ს.გაფრინდაშვილი , ა.ბადალიანი, თ.სულთანიშვილი, ხ.პაპიაშვილი, ა.გურასაშვილი,მ.კალატოზიშვილი,ა.გზობავა , ა.საცერაძე 

Комментариев нет: