28.02.2015

სახელმწიფო 3,0-რეფორმების ახალი ტალღა -პირველი ეტაპის დახურვის ცერემონიალი

დღეს, ქალაქ რუსთავში, ,,ინოვაციებისა დ განვითარების ფონდ“–ის პროექტის  ,,სახელმწიფო 3.0–რეფორმების ახალი ტალღა“ პირველი ეტაპის დახურვის ცერემონია გაიმართა.
პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,  ქალაქში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის შესახებ. როგორიცაა ეკოლოგია, უსახლკაროები, რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები.
,,დღეს ჩატარდა პროექტის  ,,სახელმწიფო 3.0–რეფორმების ახალი ტალღა“ პირველი ეტაპის დახურვის ცერემონია. აღნიშნულ პროექტში, ქალაქ რუსთავში 300–მდე ახალგაზრდაა ჩართული.  ეს პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება.”– აცხადებს პროექტის   კოორდინატორი  რუსთავში.
ჩვენი სკოლიდან  პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს სამმა ჯგუფმა
ლიდერი :ანა გურასაშვილი
ლიდერი : თამარ ქევანაშვილი
ლიდერი ხატია პაპიაშვილი

                          პროექტ  სახელმწიფო 3,0  დამფუძნებლები და ხელმძღვანელები 


26.02.2015

საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი დებატები

2015 წლის 25 თებერვალს რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქ-ნი მანანა ხავთასის ინიციატივით ჩატარდა დებატები  თემაზე : 25 თებერვალი -საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა ოკუპაცია თუ ქართველი ხალხის ბრძოლა უუნარო ხელისუფლების წინააღმდეგ . თემა ძალიან აქტუალური და პროვოკაციული იყო და ჩვენ ვერ ვიტყოდით უარს  ამ ღონისძიებაზე !
     დებატების დაწყების წინ ქ-ნმა მანანამ მინი ლექციის სახით გააცნო დამსწრე საზოგადოებას 1921 წ  საქართველოში დატრიალებული მოვლენები .

 დებატების წარმართვისას ნებისმიერ დამსწრეს ჰქონდა საშუალება დაესვა კითხვები მოთამაშეებისთვის . ჩვენ ავირჩიეთ აქტიური მსმენელის პოზოცოა :) 


დებატების 1 საათმა ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ჩაიარა ! დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ მანანას  და დებატ კლუბის წევრებს !!! 
ს.გაფრინდაშვილი , ა.ბადალიანი, თ.სულთანიშვილი, ხ.პაპიაშვილი, ა.გურასაშვილი,მ.კალატოზიშვილი,ა.გზობავა , ა.საცერაძე 

23.02.2015

სიურპრიზი 9ბ კლასის ბიჭებს

საქართველოში 23 თებერვალი დიდი ხანია აღარ ასოციირდება არც საბჭოთა არმიის დღესთან , არც სავჭოთა ჯარისკაცებთან . 3 და 8 მარტს მხოლოდ ამ დრეს უპირისპირებენ ჩვენი მამაკაცები და თამამად ითხოვენ ყურადღებას და სიურპრიზებს. წელს 9ბ კლასის გოგონებმა გადაწყვიტეს ეზრუნათ არამარტო საჩუქრებზე , არამედ საზეიმო გარემოზეც . 100 ბუშტი , მეტრობით -ლენტი , საგანგებოდ გაფორმებული ფორმატი და ბანერი , ძალიან ორიგინალური მისალოცი ბარათები , ნომინაციები და სიმღერა - აი რა მოიფიქრეს და განახორციელეს ჩვენმა გოგონებმა !




საჩუქრად შეარჩიეს მეტად პრაქტიკული და ხშირად გამოყენებადი ნივთი - ჭიქა , საგანგებო წარწერით 
სიურპრიზი ბიჭებს მოეწონათ ! 
პ.ს. ველით 8 მარტს :) !