ეს მასალა გადმოწერილია #20 საჯარო სკოლის ბლოგიდან !
http://skola20.blogspot.com/2014/12/blog-post.html?spref=fb
პროექტის ,,ლიდერობის უნარების განვითრება მოსწავლეებში" ახალი ეტაპის დაწყებისთანავე, რომელიც გულისხმობდა მოსწავლეების მიერ საკუთარ თემსა თუ სკოლაში დაგეგმილი მინი პროექტების განხორციელებას, ხატიას პროექტი: ,,მხიარული სტარტები" წარმატებული აღმოჩნდა.
და დადგა პროექტის განხორციელების დღეც.
სპორტდარბაზში გამოფენილი იყო ჯანსაღი ცხოვრების ამსახველი პლაკატები, რომლებიც #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.
,,მხიარულ სტარტებში" მონაწილეობა მიიღეს ქ.რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების (#13, 10, 25, 6, ,,მზეკაბანის" ) მოსწავლეებმა.
ორ გუნდად განაწილებული მოსწავლეები სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
შეჯიბრებას ესწრებოდნენ ,,ახალგაზრდა ინიციატორების" წარმომადგენლები, ქალბატონები ნატალია ღონღაძე, ია თბუკაშვილი და ამერიკელი მოხალისე სარა ფროჯი.
,,მხიარულ სტარტების"ჟიურიში ისხდნენ მოწვეული სტუმრები: თვითმმართველი ქ.რუსთავის განათლების განყოფილების უფროსი, ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი, მსაჯობდნენ სკოლის სპორტის მასწავლებლები.
შეჯიბრება დამთვრდა ანგარიშით 53:47. გამარჯვება ერთ-ერთმა გუნდა მოიპოვა, თუმცა უსაჩუქროდ არავინ დარჩენილა. სკოლის დირექციამ მონაწილეები და გამარჯვებულები დააჯილდოვა სიგელებით, ხოლო ,,რუსთავის ახალგაზრდულმა ცენტრის" წარმომადგენლებმა - სასაჩუქრე პაკეტებით.
ხატიას პროექტმა გარდა იმისა რომ კიდევ ერთხელ დააახლოვა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ერთი საინტერესო და სახალისო დღეც აჩუქა მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий