3.07.2014 რუსთავის სახელმწიფო თეატრის ფოიეში შედგა საგანმანათლებლო პროექტის "თეატრალურის საკვირაო სკოლა რუსთავში" პირველი საფეხურის დასკვნითი ღონისძიება.
სამი თვის განმავლობაში ჩვენი კლასის ორმა მოსწავლემ : ლუკა მალუტაშვილმა და ანა ბადალიანმა არაერთხელ აქტიური მონაწილეობა მიიღეს თეატრალური სკოლის სხვადასხვა აქტივობებში(ანამ გაიმარჯვა ფოტო კონკურსში ,,ბედნიერი ბავშვობა") , ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ თეატრალური სკოლის ხელმძღვანელის - მაია ჯამალაშვილის მოწვევა დასკვნით ღონისძიებაზე.
თეატრალური სკოლის წევრებმა წარმოადგინეს მსმენელების მიერ სამი თვის განმავლობაში შესწავლილი მასალა, მოეწყო ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა,
სტუმრებისთბის ნაჩვენები იქნა საგაკვეთილო პროცესი. ბოლოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ფხაკაძემ წარმოადგინა შემაჯამებელი პრეზენტაცია სამი თვის განმავლობაში ჩვენს მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
სექტემბრიდან თეატრალურის საკვირაო სკოლა კვლავ განაახლებს მუშაობას და შემოგთავაზებს უფრო საინტერესო სასწავლო პროგრამას და ასევე უამრავ საინტერესო სიახლეს.
სიამოვნებით შემოვუერთდებით!

Комментариев нет:
Отправить комментарий