10.04.2014

დღეს, 10 აპრილს , საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი 
თანატოლგანმანათლებლებმა სოფი ჩიხრაძემ და ანი კორინთელმა ძალიან საინტერესო 
პრეზენტაცია ჩაატარეს რუსთავში, მშობლიურ სკოლაში .  შეგახსენებთ, რომ ალიანსის 
თანატოლგანმანათლებლები ამ ეტაპზე მხარს უჭერენ "ლიდერთა სახლის" პოპულარიზაციას. , რათა მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ როგორ 
შეუძლიათ გაატარონ თავისუფალი დრო შინაარსობრივად. სასიხარულოა რომ 
მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ალიანსისა და ლიდერთა სახლის მუშაობით. 
პრეზენტაციანმ ინტერაქციულად ჩაიარა.

8ბ კლასის აქტიური მოსწავლეები : 

საბა გაფრინდაშვილი , ლუკა მალუტაშვილი, ლუკა ნებიერიძე, დაჩი გილიგაშვილი, გიგი მაკარიძე  , მონიკა ანსიანი, ხატია პაპიაშვილი, ანა ბადალიანი, ანა გუმბერიძე და მერი მუმლაძე დაესწრნენ პრეზენტაციას   და აქტიური მონაწილეობა მიიღეს  გამართულ დიალოგში 



Комментариев нет: