17.11.2013

პირველი ოლიმპიადის პირველი გამარჯვებულები !

მოგეხსენებათ , რომ 10-11 ნოემბერს ჩატარდა 2013 -2014 სასწ.წწ  ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური   მათემატიკასა  და უცხოური ენებში .წესების მიხედვით მე-8 კლასელებს შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა  მხოლოდ ამ ტურში და მხოლოდ ამ საგნებში.პირველი ტურის  გამარჯვებული მერვეკლასელები  აღარ გააგრძელებენ ,,ბრძოლას"  მეორე ტურში, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციისგან დასაჩუქრდებიან  სამახსოვრო სიგელებით .
ჩვენი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა წლევანდელ ოლიმპიადაში და მიაღწიეს წარმატებას  !
მათემატიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა ლუკა ნებიერიძემ და  საბა გაფრინდაშვილმა;
რუსული ენის ოლიმპიადაში  მიშიკო შავშიშვილმა.
ვულოცავ ჩემ ჭკვიან, ბეჯით და აქტიურ მოსწავლეებს გამარჯვებას !!! გვეამაყებით !!!

Комментариев нет: