23.12.2013
27.11.2013
ეკოლოგიური პრობლემები
სტატიის ავტორი ანა კორინთელი
17.11.2013
პირველი ოლიმპიადის პირველი გამარჯვებულები !
მოგეხსენებათ , რომ 10-11 ნოემბერს ჩატარდა 2013 -2014 სასწ.წწ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური მათემატიკასა და უცხოური ენებში .წესების მიხედვით მე-8 კლასელებს შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა მხოლოდ ამ ტურში და მხოლოდ ამ საგნებში.პირველი ტურის გამარჯვებული მერვეკლასელები აღარ გააგრძელებენ ,,ბრძოლას" მეორე ტურში, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციისგან დასაჩუქრდებიან სამახსოვრო სიგელებით .
ჩვენი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა წლევანდელ ოლიმპიადაში და მიაღწიეს წარმატებას !
მათემატიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა ლუკა ნებიერიძემ და საბა გაფრინდაშვილმა;
რუსული ენის ოლიმპიადაში მიშიკო შავშიშვილმა.
ვულოცავ ჩემ ჭკვიან, ბეჯით და აქტიურ მოსწავლეებს გამარჯვებას !!! გვეამაყებით !!!

08.11.2013
სტუმრად ბიბლიოთეკაში
ავტორი : ანა კორინთელი
,,Friendship Club’’-მა რომელიც შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადაწყვიტა თანამშრომლობა გაეგრძელებინა ნიკოლზ ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკასთან .
დღეს,6 ნოემბერს კლუბის სამი წევრი ანა კორინთელი , მერი მუმლაძე და ხატია პაპიაშვილი , ვეწვიეთ ბიბლიოთეკას.
კლუბის წევრებმა დირექტორის დახმარებით შევითავსეთ ბიბლიოთეკარის ფუნქცია-მოვალეობები. ქალბატონმა ნატომ (ბიბლიოთეკის დირექტორმა ) დაწვრილებით აგვიხსნა ბიბლიოთეკის სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ რთულია,გვასწავლა როგორ ხდებოდა ბიბლიოთეკაში გაწევრიანება,ასევე მოგვცა შანსი მოვმსახურებოდით მოსულ მკითველებს.ქალბატონმა ნატალიამ,გვითხრა რომ მოხარული იქნებოდა თუ მომავალშიც განვაგრძობდით თანამშრომლობას და თავისი იდეებიც გაგვაცნო,საერთო პროექტის გასაკეთებლად,ჩვენ ისევ განვაგრძობთ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას და ერთად გავაკეთებთ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს.ეს აქტოვობა ემსახურებოდა იმ მიზანს,რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი კონტაქტი ბიბლიოთეკასთან და რათქმაუნდა წიგნებთან.

02.10.2013
სამოქალაქო კლუბის საინტერესო შემოთავაზება
მოგეხსენებათ რომ ჩვენ სკოლაში უკვე 3 წელია ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი . კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა არა ერთ კონკურსში და მოიპოვეს საპრიზო ადგილები . დღეს სამოქალაქო კლუბის ერთერთმა ლიდერმა- ელენე გოგიძემ მოაწყო ჩვენთან პრეზენტაცია , ისაუბრა კლუბის დაარსების მიზეზებზე, კლუბის წევრების აქტივობებზე და მიზნებზე . ელენეს პრეზენტაცია არ იყო მოსაბეზრებელი - სერიოზულ კითხვას მოყვებოდა ხალისიანი ტესტები , 45 წუთმა სწრაფად და მხიარულად გაიარა. პრეზენტაციის დასასრულს ელენემ შემოგვთავაზა გაწევრიანება სამოქალაქო კლუბში და , რათქმა უნდა დადებითი პასუხი მიიღო .
23.07.2013
20.06.2013
ჩვენი ღია გაკვეთილი ჯეო კლასში / რუსთავის #18 სკოლა
მოგეხსენებათ რომ რუსთავში რამდენიმე სკოლას აქვს ე.წ. ჯეოკლასი , სადაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ნებისმიერი გაკვეთილი იძენს განსაკუთრებულ მომხიბლელობას და ხალისს არამარტო მოსწავლეებისთვის არამედ მასწავლებელბისთვისაც . სასწავლო წლის დასასრულს 7ბ კლასის ისტორიის მასწავლებელმა -ნინო ბიძინაშვილმა გადაწყვიტა შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაეტარებინა #18 სკოლის ჯეოკლასში . ხათუნა ციხელაშვილის დახმარებით ეს გაკვეთილი შედგა და დაუვიწყარ მოგონებად დარჩა 7ბ კლასის მოსწავლეებისთვის !
გაკვეთილის თემა იყო ამერიკის უძველესი ცივილიზაციები (მაია, აცტეკები, ინკები , ტოლტეკები და ოლმეკები ) ისტორიულ მასალასთან ერთად მუსიკის მასწავლებელმა - მაია ვეფხოშვილმა გააცნო მოსწავლეებს ინდილეთა უძველესი საკრავი ინსტრუმენტები და მოასმენინა მათ მიერ შექმნილი , მართალია პრიმიტიული , მაგრამ ძალიან საინტერესო მუსიკა.
პირველი აქტივობის დავალება იყო- მუშაობა რუკაზე : მოსწავლეს უნდა მიეთითებინა სად მდებარეობდა ინდიელთა უძველესი ცივილიზაციები და დაესახელებინა თუ რომელი სახელმწიფოებები მდებარეობს დღეს იმ ტერიტორიაზე
საბა გაფრინდაშვილი
ლაშა გიანაშვილი
მიშიკო შავშიშვილი
ხატია პაპიაშვილი
შემდეგი დავალება იყო - ემუშავათ ქრონოლოგიურ ხაზზე და მოენიშნა თვითოეული ცივილიზაციის არსებობის ისტორიული მონაკვეთი
თამთა დალაქიშვილი
მესამე აქტივობის არსი მდგომარეობდა იმაში რომ მოსწავლეს , წარმოდგენილ არტეფაქტების ადგილმდებარეობის მითითებაში უნდა ეპოვა შეცდომა
ანა ბადალიანი
დაჩი გილიგაშვილი
თამარ ტოფაძე
მერი მუმლაძე
სალომე ურიადმყოფელი
ანა გუმბერიძე
ბოლო დავალების მოთხოვნით მოსწავლეს სურატების მიხედვით უნდა ,,აეწყო" ინდილეთა სოციალური იერარქია
ნოდარ გელაშვილი
სანამ ერთი მოსწავლე მუშაობდა ელექტრონულ დაფაზე , დანარჩენები დავალებას ასრულებდნენ პერსონალურ კომპიუტერზე , სწორედ ამიტომ საკლასო ოთახში სუფევდა სრული სიჩუმე და სახეზე იყო 100% ჩართულობა !
ქეთი ნარიმანიძე
ლუკა ნებიერიძე
თუმცა ზოგმა ცუღლუტმა მოსწავლემ მაინც მოახერხა ,,გართობა" :)და სავალდებულო დავალებებთან ერთად კომპიუტერის ეკრანზე დაგვხდა ,,მხატრული " შემოქმედება ა-ლა პიკასოს !
მაიკო მასწავლებელმა მოიძია რამდენიმე საინტერესო ვიდეო რომელიც მოგვითხრობდა თუ რაზე და როგორ უკრავდნენ ძველი ინდიელები , შემოგთავაზებთ ერთს , სამაგიეროდ ძალიან შთამბეჭდავს !
Подписаться на:
Сообщения (Atom)