27.04.2016

ტრადიციად ქცეული ბზობის მილოცვა

მოგეხსენებათ , რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კლასი სკოლას ორიგინალურად ულოცავს ბზობას : კვირას , წირვის შემდეგ გოგონები ბზის ტოტებით ამკობენ საკლასო ოთახებს და ადმინისტრაციის კაბინეტებს
წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი ! 2016 წლის 24 აპრილს ა.ბადალიანმა და ს.ურიადმყოფელმა იზრუნეს სკოლის ნაკურთხი ბზის ტოტებით შემკობით 

25.04.2016

მხატრული კითხვის კონკურსი

2016 წლის 24 აპრილს რუსთავის #24 სკოლაში ჩატარდა მხატრული კითხვის საქალაქო კონკურსი .10ბ კლასიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო ანა გურასაშვილმა . ველით შედეგებს !!!!!



23.04.2016

ქ.რუსთავის № 20 სკოლა: ქართული ენის კვირეული

ქ.რუსთავის № 20 სკოლა: ქართული ენის კვირეული: ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სკოლის დარბაზში კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება გაიმართა. (ხელმძღვანელები: მანანა წერეთელი, მარინე მიმინოშვილ...

18.04.2016

ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადა

16-17 აპრილს თბილისში, ახალი სპორტის სასახლეში ,  ჩატარდა  ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადა. ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოს 7 ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელი ეწვია, მონაწილე ქვეყნებს შორის არიან ბელორუსიის, აზერბაიჯანის, გერმანიის სლოვენიის, თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები. ოლიმპიადაში ქვეყნის მასშტაბით  3 000-მდე მონაწილე ჩაერთვო, მათ შორის შშმ პირები მთელი საქართველოდან. 
ოლიმპიადა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, საქართველოს კულტურის პალატის, სპორტის და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროსა და განათალებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ჩატარდა: საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში, ტურნირი სასკოლო გუნდებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ჩემპიონატები - Para Cheer და Para Dance, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე პირები, სმენა და მხედველობადაქვეითებული მოზარდები საერთაშორისო თასის თანამედროვე და საესტრადო ცეკვებში.ოლიმპიადას გაუძღნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო მსაჯები.
სიამაყით გაცნობებთ რომ ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს : ნოდარ გელაშვილმა (ქართული ეროვნული ცეკვები) , ქეთი ნარიმანიძემ და მერი მუმლაძემ (,,მოზაიკა" და ჩერლიდინგ) 




13.04.2016

„თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი“

9 აპრილს ,  19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში „თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დაკვნითი კონცერტი გაიმართა. 
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, წელს, ტრადიციისამებრ, დაახლოებით 500 მომღერალი  ორღანის თანხლებით, ორატორიიდან “MESSIAH”, ჰენდელის „ალილუიას“ ერთად შეასრულებს, მათ შორის  ,,თუთარჩელას" გუნდი , რომელშიაც მღერის ჩვენი ალეკო საცერაძე !

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მთავარი ქორმაისტერი, არჩილ უშვერიძეა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.