13.01.2016

პირველი სემესტრის შედეგები

2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით დირექციამ შეადგინა რეიტინგი , რომელშიაც ჩვენ , 10ა კლასთან ერთად ვიყოფთ საპატიო მე-3 ადგილს (საბაზო საფეხურზე სულაც პირველები ვართ :) 
გილოცავთ ! დარწმუნებული ვარ , რომ ის პრიზი , რომელიც დაასახელა დირექტორმა ყველაზე რეიტინგული კლასისთვის შესანიშნავი მოტივაცია იქნება ჩვენთვის და სასწავლო წელს ლიდერებათ დავასრულებთ !

01.01.2016

საახალწლო კარნავალი

2015  წლის დასასრული დაგვირგვინდა საახალწლო კარნავალით . წელს ჩვენ საახალწლო განწყობაზე და გართობაზე ზრუნავდა გ.ლეკიაშვილი და მისი ,,ანგელოზები " (თვითმმართველობაში მხოლოდ გოგოები აღმოჩნდენ ) ანა ბადალიანის ენთუზიაზმი გადამდები აღმოჩნდა და ჩვენი კლასიდან 12 მოსწავლემ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ ლამაზ და მხიარულ ღონისძიებაში

2015 წლის საახალწლო კარნავალის ამსახველი ფოტო მასალა სრულად შეგიძლიად იხილოთ აქ 

შიდასასკოლო კონკურსი ,,საკლასო ოთახის საახალწლო მორთულობა" "

დეკემბრის შუარიცხვებიდან დავიწყეთ მზადება შიდასასკოლო კონკურსისთვის , რომლის მიზანი იყო საკლასო ოთახის საუკეთესო საახალწლო მორთულობის გამოვლენა . მაქსიმალურად ვეცადეთ , რომ ჩვენი ნაძვისხე განსხვავებული , თანამედროვე და კრეატიული ყოფილიყო !
 ჩვენი შრომა დაფასდა ! მართალია პირველი ადგილი დავუთმეთ მე-11ბ კლასს , მაგრამ ბავშვებმა  ნამდვილად დაიმსახურეს გამარჯვება :)

24.12.2015

სიტყვის გზა

24 დეკემბერს ჩავატარეთ 2015 წლის ბოლო საკლასო საათი თემაზე ,,სიტყვის გზა"  . ძალიან ხალისიანი და დადებითი ემოციებით გაჯერებული გამოგვივიდა :)


17.12.2015

16 დეკემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მურმან ჯინორიას საღამო მოეწყო. მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი რუსთაველი მაყურებლის წინაშე მონო-სპექტაკლით ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი'' წარსდგა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის,ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს წევრები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მურმან ჯინორიას საღამო მუნიციპალურ თეატრში, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის'' ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ჩვენი კლასიდან ამ ლამაზ ღონისძიებას ეწრებოდა ანა გურასაშვილი და ანა გზობავა .