08.07.2015

ქართული ცეკვის ტრიუმფი ბულგარეთში

მოგეხსენებათ , რომ ივლისში კიდევ ერთმა ჩვენმა თანაკლასელმა - ნოდარ გელაშვილმა , ქართულ ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად იმოგზაურა ბულგარეთში . ყოველწლიურ საცეკვაო ფესტივალზე ჩვენმა ანსამბლმა დაიკავა 1 ადგილი ! ვულოცავთ ნოდარს , მის მეგობრებს და ანსამბლის ხელმძღვანელს მორიგ გამარჯვებას !!!





06.07.2015

ანაკლია - მომავლის ბანაკი -ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე

2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე გვახარებდნენ საქალაქო ღონისძიებებში , ცეკვის ოლიმპიადებში და კონკურსებში მოპოვებული საპრიზო ადგილებით და აი სასწავლო წლის ლამაზი დაგვირგვინება - მომავლის ბანაკში ათდღიანი საგზური ! . გოგონებო გისურვებთ პოზიტიურ და ნაყოფიერ დასვენებას !
პ.ს. მომავლის ბანაკის საზეიმო გახსნამ ჩვენი გოგონების გარეშე ვერ ჩაიარა :) !




საბა გაფრინდაშვილის მოგზაურობა ცემში /ეკობანაკში

მოგეხსენებათ , რომ საბამ ჩვენი სკოლის 4 ნიჭიერ და ლამაზ გოგონასთან ერთად ( მ.გიგაური , მ. ბრეგვაძე , ნ.ბრეგვაძე , ა.გზობავა ) მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ეკოვიზიაში . საჩუქრის სახით ჩვეი სკოლის გუნდის წევრები დასაჩუქრდნენ  ცემში , ეკობანაკში ერთკვირიანი საგზურით . კიდევ ერთხელ ვულოცავთ საბას და გოგონებს გამარჯვებას და მოვუთმენლად ველით სექტემბრის პრეზენტაციას !




13.06.2015

მე-20 სკოლის დირექტორის ქ-ნ ირმა იჩქიტიძეს ღია წერილი

და ერთი სასწავლო წელიც გაილია. გაცნობის, შეცნობის, გაერთფიქრიანებისა და ნდობა-სიყვარულის დასაწყისის.რა უნდა გითხრათ?! მადლობა! მადლობა, რომ მიმიღეთ, მადლობა რომ მენდობით, მადლობა რომ ჩემთან ერთად ცდილობთ, მომყვებით და სითბოსა და სიყვარულის საბაბს მაძლევთ. და კიდევ, ჩემს პატარა, ლამაზ, ჭკვიან, გაფართოებულთვალებიან გოგო-ბიჭებს ვულოცავ არდადეგების დადგომას, მშობლებს - შვილების წარმატებებით გაფერადებულ დღეებსა და მათი ერთი წლით დაბრძენებას, ასევე ვულოცავ სწავლის დამთვრებას ჩემს პედაგოგებს, რომელთაც არ ელევათ მშობლიური სიყვარული, საგზლად რომ გაადევნონ სავალ გზებზე ყოველ დაფრთიანებულ თაობას, ვულოცავ ყველას, ვინც სკოლის კედლებში ტრიალებს, ფუსფუსებს, შრომობს, საქმიანობს...
გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას!... სიყვარულითა და პატივისცემით, თქვენი ირმა იჩქიტიძე