და აი დადგა ნანატრი ზაფხული ! მოახლოვდა არდადაგებები ! ყველაზე აქტუალური გახდა ბჭობა და ბაასი თემაზე : სად წავიდეთ ექსკურსიაზე??? ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა გადავწყვიტეთ მოგველოცა წმინდა ნინოს საფლავი , გაგვესეირნა სიღნაღში , დავმტკარიყავით ფიროსმანიშვილის ნამუშევრებით და გულიანად გვეხალისა ,,პიკნიკზე". გადავწყვიტეთ და უკვე 4 ივნის შევასრულეთ კიდეც !
08.06.2011
21.04.2011
სლაიდ შოუს გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
5 კლასის ისტორიის საგაკვეთილო პროგრამა საკმაოდ ხშირად ითხოვს მოსწავლეებისგან პრეზენტაციების მოწყობას. ჩემ მოსწავლეებს მოსწაონს პრეზენტაციები , ისინი ხალისით და მონდომებით ეძებენ ინფორმაციას და ცდილობენ მოძიებული მასალის ორიგინალურად წარადგინონ . საბა გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა მაქსიმალურად გამოეყენებინა ინფორმატიკის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა და მოამზადა სლაიდ შოუ , რითაც სასიამოვნოდ გააკვირვა მასწავლებელიც (ეკა მამუკელაშვილი) და თანაკლასელებიც.
19.03.2011
масляница
მოგვიახლოვდა დიდი , სააღდგომო მარხვა !
პრეზენტაციის სამზადისში ჩაერთვნენ მშობლებიც და შესთავაზეს მასწავლებელს ,,масляница" -სთვის დამახასიათებელი სუფრის გაწყობა ტრადიციული რუსული კერძებით : პიროგებითა და ბლინებით .
პრეზენტაცია ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო !
21.02.2011
პოეზიის 5 წუთი
21 თებერვალს 5ბ კლასის მოსწავლეებმა მოიწვიეს სტუმრად 11ბ კლასელი ნინო ხელაძე, რომელიც წერს საოცრად ლამაზ ლექსებს .
საკლასო საათის დასაწყისში დამრიგებელმა მოასმენინა მოსწავლეებს გალაქტიონ ტაბიძის (კითხულობს გურამ საღარაძე) და ნიკო გომელაურის ლექსების აუდიო ჩანაწერებს , მაგრამ საკლასო საათის ძირითადი დრო დაეთმო ნინოს ლექსებს. ნინო ძალიან საინტერესო და ხალისიანი მოსაუბრე გამოდგა! მასთან საუბარი ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ ახლო მომავალში კიდევ ერთი პოეზიის საღამო მოვაწყოთ !!!

23.01.2011
ნინოობა
27 იანვარს სრულიად საქართველო და მართმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ნინოობას . წმინდა ნინოს შეწევნით ჩვენ შევძელით თბილისის სიონის ტაძარში ჩასვლა და საზეიმო წირვაზე დასწრება .
წმინდა ნინოს ლოცვის შეწევნით ჩვენ ვეზიარეთ ვაზის ჯვრის მადლს !!!
სიონის შემდეგ ჩვენ მოვილოცეთ სამების საკათედრო ტაძარი და დავბრუნდით რუსთავში , რომ დროულად მივსულიყავით სკოლაში !
Подписаться на:
Комментарии (Atom)