02.01.2017

პაატა ხიზანაშვილი რუსთავის №20 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან

23 დეკემბერს რუსთავის №20 საჯარო სკოლაში ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე უფროსკლასელბმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად იმსჯელეს. პაატა ხიზანაშვილმა ახალი თაობის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და აქტუალური თემები მათთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განიხილა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა მომავალში, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები და მსგავს შეხვედრებზე განსახილველი საკითხები.
ღონისძიების დასასრულს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები და ღვაწლმოსილი პედაგოგები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.