03.05.2017

პროექტი მოსწავლე-მასწავლებელი

2017 წლის 3 მაისს განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სკოლებში განხორციელდა პროექტი მოსწავლე-მასწავლებელი . ყველა მსურველ მოსწავლეს შეეძლო მოერგო მასწავლებლის სტატუსი და უფლებები . 11ბ კლასის ექვსმა მოსწავლემ : მ.მუმლაძემ, მ.შავშიშვილმა, ა.გურასაშვილმა, ა.ბადალიანმა , ს.გაფრინდაშვილმა და პ.შათირიშვილმა ენთუზიაზმით აიტაცეს პროექტის იდეა და დღეს  ხალისით  ჩაატარეს ქართულის , ინგლისურის, რუსულის, ქიმიისა და სპორტის გაკვეთილები . 




02.04.2017

საერთაშორისო სპორტული ცეკვების ოლიმპიადა და ჩვენ

თბილისი, უკვე მეორედ საერთაშორიოს სპორტული ცეკვების საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი (სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი მონაწილეობს.
გუშინ , 1.04. სკოლებში ჩამოყალიბებული გუნდების შეჯიბრის დღე იყო . რუსთავიდან 8 სკოლამ მიიღო მონაწილეობა , რათქმა უნდა იყვენენ თბილისის სკოლებიც და როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, სასიამოვნო ფაქტი გახდა საქართველოს რეგიონების გააქტიურება .
ჩვენ სკოლაში ,,ჩერლიდინგის" დამფუძნებლად შეიძლება მივიჩნიოთ ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე. ქეთი და მერი უკვე მეორე წელია უსასყიდლოდ, საკუთარი ინიციატივით და საოცარი ენერგიულობით ამზადებენ მე-20 სკოლის  ბავშვებს ოლიმპიადისთვის . წელს შევძელით ხუთეულში მოხვედრა .გოგონებმა გადაწყვიტეს მომავალ წელს სერიოზულად ირძოლონ გამარჯვებისთვის . 







ოლიმპიადა საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის, თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ეროვნული ფედერაციასა და IDO-ს ორგანიზებით ტარდება.
ოლიმპიადის მხარდამჭერია ქ.თბილისი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, სპორტის და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო.

19.03.2017

ქ.რუსთავის № 20 სკოლა: შეხვედრა პოეტთან ქალბატონ იზა ჭიკაიძესთან

ქ.რუსთავის № 20 სკოლა: შეხვედრა პოეტთან ქალბატონ იზა ჭიკაიძესთან: 22 თებერვალს მე-20 საჯარო სკოლაში  უჩვეულო  ფუსფუსი იყო. ყველა ღელავდა სტუმრების მოლოდინში, მათ ხომ პოეტ იზა ჭიკაიძესთან ელოდათ შეხვედ...

02.01.2017

პაატა ხიზანაშვილი რუსთავის №20 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან

23 დეკემბერს რუსთავის №20 საჯარო სკოლაში ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე უფროსკლასელბმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად იმსჯელეს. პაატა ხიზანაშვილმა ახალი თაობის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და აქტუალური თემები მათთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განიხილა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა მომავალში, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები და მსგავს შეხვედრებზე განსახილველი საკითხები.
ღონისძიების დასასრულს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები და ღვაწლმოსილი პედაგოგები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.