15.06.2016

ანა ხაჭაპურიძის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტი

ანი ხაჭაპურიძის დასახმარებლად ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის ინიციატივით15 ივნისს, 18:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას მიიღეს: 
რუსთავის #20 საჯარო სკოლასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლი ,,კავკასიონი", 
(ერთერთი სოლისტი ნოდარ გელაშვილი)


თანამედროვე ცეკვების ანსამბლი ,,მოზაიკა", 
(წევრები :ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე)




სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,მარცა",
 მეცამეტე თვის პოეტები, 

მომღერალი თაკო ქიტიაშვილი
  #2 მუსიკალური სკოლის მოსწავლეები. 





და #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები 


ღონისძიების წამყვანები იყვნენ : ანა გურასაშვილი და დავით კეკელია 


07.06.2016

გამოცდები

შეგახსენებთ , რომ

2016 წლის 7 ივნისს , 11.00 სთ
 მეათე კლასელებს ჩაუტარდებათ 
გამოცდა ქიმიაში , 
ხოლო 9 ივნისს, 12 .00 სთ - 
ქართულ ენასა და ლიტერატურაში !!!!

05.06.2016

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი



საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი დასრულდა. გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე გამარჯვებული კოლექტივები წარსდგენენ.
კონკურსში სულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 55 საგუნდო კოლექტივი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან 16 საგუნდო კოლექტივი ფინალურ ტურში გამარჯვებულთა შორის მოხვდა.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა რუსუდან თაყაიშვილმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიულოცა კონკურსის წარმატებით დასრულება და გამარჯვებული კოლექტივების ხელმძღვანელებს ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.ღონისძიება საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მხარდამჭერები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი იყვნენ. კონკურსის მიზანი იყო ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი, აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.