05.12.2016

მორიგი წარმატება

ანა გურასაშვილი და 11 ა კლასის გოგონები შავი ზღვის უნივერსიტეტის ეგიდით ორგანიზებულ დებატებზე

18.11.2016

მცხეთა. არმაზის ბაგინეთი

2016 წლის 13 ნოემბერს გეოგრაფიის მასწავლებლის ინიციატივით მოეწყო ექსკურსია მცხეთაში (ჯვრის მონასტერი /არმაზის ბაგინეთი)









25.09.2016

FLEX პროგრამა - American Councils for International Education

მოგეხსენებათ რომ მიმდინარეობს  FLEX-ის შესარჩევი ტური .2016-2017 სასწავლო წელს ამ საინტერესო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საბა გაფრინდაშვილი და მიშიკო შავშიშვილი 

დემოკრატიული ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მორიგი აქტივობა

2016 წლის 22 სექტემბერს , რუსთავის ცენტრალურ მოედანზე (მერიის წინ)გაიმართა  ქ.ნარიმანიძის და მ.მუმლაძის ხელმძღვანელობით დადგმული ფლეშმობი , რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნებისთვის მოსახლეობაში მოტივაციის ამაღლებას (გადადით ლინკზე და იხ. ვიდეო)

14.07.2016

საპრიზო ადგილი კონკურსში ,,გზა თანადგომისკენ:"

2016 წლის 14 ივლისს , საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა კონკურსში ,,გზა თანადგომისკენ" გამარჯვებულების დაჯილდოვება . ამჟამად უკვე 11ბ კლასის მოსწავლეების : მერი მუმლაძის და ქეთი ნარიმანიძის ხელმძღვანელობით დადგმულმა ფლეშმობმა დაიკავა საპრიზო-მეორე ადგილი . მოსწავლეებს , პრიზის სახით , გადაეცა 400 ლარი ! ვულოცავ ჩემ ნიჭიერ, , მშრომელ და კრეატიულ გოგონებს გამარჯვებას ! გვეამაყებით !!!






15.06.2016

ანა ხაჭაპურიძის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტი

ანი ხაჭაპურიძის დასახმარებლად ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლის ინიციატივით15 ივნისს, 18:00 საათზე, ქ. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას მიიღეს: 
რუსთავის #20 საჯარო სკოლასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლი ,,კავკასიონი", 
(ერთერთი სოლისტი ნოდარ გელაშვილი)


თანამედროვე ცეკვების ანსამბლი ,,მოზაიკა", 
(წევრები :ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე)




სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,მარცა",
 მეცამეტე თვის პოეტები, 

მომღერალი თაკო ქიტიაშვილი
  #2 მუსიკალური სკოლის მოსწავლეები. 





და #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები 


ღონისძიების წამყვანები იყვნენ : ანა გურასაშვილი და დავით კეკელია 


07.06.2016

გამოცდები

შეგახსენებთ , რომ

2016 წლის 7 ივნისს , 11.00 სთ
 მეათე კლასელებს ჩაუტარდებათ 
გამოცდა ქიმიაში , 
ხოლო 9 ივნისს, 12 .00 სთ - 
ქართულ ენასა და ლიტერატურაში !!!!

05.06.2016

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი



საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი დასრულდა. გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, სადაც მსმენელის წინაშე გამარჯვებული კოლექტივები წარსდგენენ.
კონკურსში სულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 55 საგუნდო კოლექტივი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან 16 საგუნდო კოლექტივი ფინალურ ტურში გამარჯვებულთა შორის მოხვდა.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტმა რუსუდან თაყაიშვილმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიულოცა კონკურსის წარმატებით დასრულება და გამარჯვებული კოლექტივების ხელმძღვანელებს ფასიანი საჩუქრებიც გადასცა.ღონისძიება საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მხარდამჭერები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ეროვნული ცენტრი იყვნენ. კონკურსის მიზანი იყო ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი, აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.

29.05.2016

მზადება ბოლო ზარისთვის

26 მაისს არ დავიზარეთ და მოვედით სკოლაში , რომ საზეიმოდ გაგვეფორმებინა სკოლის დერეფანი ჩვენი აწ უკვე გამოცდაჩაბარებული და ატესტატიანი  მეთორმეტე კლასელებისთვის !


27 მაისს , დილით დავასრულეთ სამზადისი და აი შედეგიც !

ქართული ცეკვის ფესტივალი -ბათუმი

ანა გურასაშვილი 

17.05.2016

კონკურსი,, ნაბიჯი თანადგომისკენ "

მოგეხსენებათ , რომ საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით გამოცხადებულია საჯაროს    სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების - ფლეშმობების კონკურსი. ჩვენ ჩავატარეთ I- სასკოლო ტური და გამოვავლინეთ გამარგვებულები .სიამაყით ავღნიშნავ რომ 10ბ კლასის მოსწავლეების აქტიურობას და ინიციატივებს !
კონკურსზე   წარვადგინეთ
 ორი სლოგანი :

ძალადობა სისუსტეა  / ანა გურასაშვილი 
ძალადობა სიბრიყვეა  / ხატია პაპიაშვილი

მერი მუმლაძემ , მე-7 და მე-8 კლასელ მოსწავლეებთან ერთად  დადგა თემატური ფლეშმობი 

ხატია პაპიაშვილის კონცეპცია 

დედამიწა ძალადობის გარეშე
როცა   გიყვარს     საკუთარ  თავში  ისეთ სიმდიდრეს, იმდენ  სინაზეს, ალერსს აღმოაჩენ  არც   კი  გჯერა   რომ  ასეთი   სიყვარული   შეგიძლია. საინტერესოა , რატომ ხდება ადამიანი მოძალადე ?  ძალადობაზე ამ თემაში მინდა კარგად დაგანახოთ თუ რამხელა მინუსები აქვს ძალადობას და დაგისვათ ძალიან საინტერესო კითხვა: როგორი იქნებოდა დედამიწა ძალადობის გარეშე? მოდით პირველ რიგში განვმარტოთ სიტყვა ძალადობა, ლექსიკონში ეს უკანასკნელი ასე ითარგმნება: ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარ გამიზნული გამოყენება   მიმართული   საკუთარი  თავის, სხვა  ადამიანისა  ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც   ადგილი   აქვს   სიკვდილს, სხეულის   დაზიანებას, ფსიქოლოგიურ   ტრავმას, ნორმალური  განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. ძალადობა ორ ტიპად შეგვიძლია დავყოთ, ესენია: ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ალბათ დამეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ბევრად უფრო ღრმა და მტკივნეულია ვიდრე ფიზიკური.
 ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიური ძალადობა, იძულება, სექსუალური ძადადობა და სხვა. ძალადობას აქვს საკმაოდ სერიოზული შედეგები ის იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რაც დიდი შანსია, ფატალური შედეგით დასრულდეს. ამგვარი ტრაგედიები კი ძალიან ბევრია მთელს მსოფლიოში. ხშირად ოჯახურ ძალადობაში ბავშვები იჭყლიტებიან. ოჯახი ის ბუნებრივი გარემოა, რომელშიც მისი წევრები ყველაზე უფრო დაცულად და კომფორტულად უნდა გრძნობდნენ თავს. მაგრამ ოჯახში, სადაც ძალადობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი პირიქითაა და სახლი ხდება ის ადგილი , სადაც ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს.
კერძოდ საქართველოში კი ბავშვზე ძალადობა აღზრდის მეთოდადაა ქცეული ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე19 მუხლის თანახმადბავშვი დაცული უნდა იყოს მშობლების ან ოჯახის წევრთა მხრიდან ყველა სახის ძალადობის შეურაცხყოფის, უხეში მოპყრობისა და ექსპლუატაციისაგანსაზოგადოების უმეტესი ნაწილი კი თვლის რომ ძალადობა აუცილებლად საჭიროა ბავშვის აღზრდისთვის და ეს საუკეთესო აღზრდის მეთოდია.  ასეთ მოპყრობას კი ბავშვი ხშირად მიუყვანია თვითმკვლელობამდე. უფრო ხშირად  კი , ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თვითონაც მოძალადენი არიან.
ალბათ ადვილი მისახვედრია ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, თუ როგორი იქნებოდა დედამიწა ძალადობის გარეშე, ეს ერთი სიტყვით რომ ვთქვა ძნელია. მაგრამ ვფირობ, რომ  იქნებოდა მშვიდი.
ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ, რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის. ამ ესეს მკითხველმა კი მინდა რომ დაიჯეროს სასწაულების და იყოს ის ერთ-ერთი რომელიც ხმამაღლა იტყვისარა ძალადობას“.