21.11.2015

სასკოლო ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეები"

საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის დასასრულს სკოლაში განხორციელდა ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეები" მერვე, მეცხრე, მეათე კლასებს შორის , კენჭისყრით გადანაწილდა საქართველოს კუთხეები და მოსწავლეებს დაევალათ მოემზადებინათ პრეზენტაციები , მუსიკალური და მხატრული ნომრები . ჩვენ შეგხვდა იმერეთი . ა.გურასაშვიმა, ა.გზობავამ, ნ.გელაშვილმა, პ.შათირიშვილმა , მ.მუმლაძემ, ქ.ნარიმანიძემ ,თ.მამულაშვილმა და ა.საცერაძემ ხალისით და ენთუზუიაზმით ჩაერთნენ სასკოლო ღონისძიებაში . მათი შრომა დაგვირგვინდა კონკურსში გამარჯვებით -ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი !!!


12.11.2015

ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“.

პირველად საქართველოსა და კავკასიაში,  მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კვირეულის მიზნებია:
  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. 
გამორჩეული და საინტერესოა კვირეულის ლოგო, რომელზეც გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს  ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. საამაყოა, რომ CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები
ფიზიკის მასწავლებლის-ნელი ღოლიჯაშვილის ინიციატივით ვეწვიეთ ამ უნიკალურ გამოფენას .