21.05.2015

პროექტის პრეზენტაცია

21 მაის , 14.30 სთ სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის ,,სიკვდილთან  წაგებული თამაში "  პრეზენტაცია .
პრეზენტაცია დაიწყეს 9გ კლასის მოსწავლეებმა : ანა გზობავა , ანა გურასაშვილი, მარიამ კალატოზიშვილი . მათ წარმოადგინეს ანტინარკოტიკული აქციის ფარგლებში გადაღებული სოციალური რეკლამა და მიაწოდეს დარბაზსს ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების სახეობებზე , საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე






 პრეზენტაციის შემდეგ ეტაპზე 9ბ კლასის მოსწავლეებმა გააგრძელეს საუბარი ამ თემაზე და ძირითადი ყურადღება გაამახვილეს რუსთავში არსებულ სიტუაციაზე
 მერი მუმლაძე 
მიშიკო შავშიშვილი 



 პროექტის ფარგლებში გაიმართა სასკოლო გამოფენაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება 







პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეების საქმიანობის შედეგები შეაფასეს ქ-ნმა მანანამ ჯიმშელძემ და ქ-ნმა ირმა იჩქიტიძემ 






19.05.2015

პროექტისთვის მოძიებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და გახმოვანების პირველი პრაქტიკა

პროექტის ფარგლებში ხატია პაპიაშვილმა მოიძია საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და გადაწყვიტა მისი ქართულად გახმოვანება . შედეგი დარწმუნებული ვარ - მოგეწონებათ !

11.05.2015

პროექტის მორიგი აქტივობა - გამოფენა

დღეს 2015 წლის 11 მაისს #20 საჯაროს კოლის მეოთხე სართულზე  9ბ კლასის მოსწავლეებმა ანა ბადალიანმა და სალომე ურიადმყოფელმა მოაწყეს მეშვიდე და მერვე კლასელების ნახატების გამოფენა .
 გამოფენის სათაური არის ,,სიკვდილთან წაგებული თამაში" , მისი მთავარი მიზანია წარმოაჩინოს ნარკომანიის მანკიერი და სიცოცხლისთვის საზიანო მხარეები. მანანა მასწავლებელმა (ჯიმშელაძემ) დაათვალიერა ნამუშევრები და შეარჩია სამი ლიდერი .
ოთხშაბათს ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს 

09.05.2015

ანტინარკოტიკული პროექტის შემდეგი აქტივობა

ორშაბათს , 11 მაისს, 14.00 საათზე #20 საჯარო სკოლაში მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით ,, სიკვდილთან წაგებული თამაში" . გამოფენისთვის ნახატები მოგვაწოდეს 7ა,7ბ,7გ,8ა,8ბ,8გ კლასის მოსწავლეებმა . 

პროექტი ,,სიკვდილთან წაგებული თამაში" . პირველი აქტივობები













ანა ბადალიანმა , მიშიკო შავშიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით გააკეთა ქვემოდ მოყვანილი სლაიდშოუები .



პროექტი ,,სიკვდილთან წაგებული თამაში "

ქ-ნი მანანა ჯიმშელაძის დავალებით 9ბ კლასი ამზადებს სასკოლო ღონისძიებას სახელწოდებით ,,სიკვდილთან წაგებული თამაში" , რომელიც მიზნად ისახავს მიაწოდოს მოზარდეებს ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერებების მიერ ორგანიზმზე და ფსიკიკაზე მავნე ზემოქმედების შესახებ . ღონისძიების ფარგლებში დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები :
1.შემეცნებითი სლაიდშოუების  მომზადება
2.ნარკომანიის  საწინააღმდეგო ნახატების  სასკოლო გამოფენის მოწყობა
3.სოციალური მუშაკებისგან , ნარკოლოგიური განყოფილების მუშაკებისგან და პოლიციის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან ინტერვიუების აღება
4.ნარკომანიის საწინააღმდეგო შინაარსის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება
5.სასკოლო პრეზენტაციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება