24 დეკემბერს ჩავატარეთ 2015 წლის ბოლო საკლასო საათი თემაზე ,,სიტყვის გზა" . ძალიან ხალისიანი და დადებითი ემოციებით გაჯერებული გამოგვივიდა :)
24.12.2015
17.12.2015
16 დეკემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში მურმან ჯინორიას საღამო მოეწყო. მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი რუსთაველი მაყურებლის წინაშე მონო-სპექტაკლით ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი'' წარსდგა. ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის,ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, ქალაქის საკრებულოს წევრები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მურმან ჯინორიას საღამო მუნიციპალურ თეატრში, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის'' ინიციატივითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ჩვენი კლასიდან ამ ლამაზ ღონისძიებას ეწრებოდა ანა გურასაშვილი და ანა გზობავა .

12.12.2015
01.12.2015
21.11.2015
სასკოლო ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეები"
საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის დასასრულს სკოლაში განხორციელდა ღონისძიება ,,საქართველოს კუთხეები" მერვე, მეცხრე, მეათე კლასებს შორის , კენჭისყრით გადანაწილდა საქართველოს კუთხეები და მოსწავლეებს დაევალათ მოემზადებინათ პრეზენტაციები , მუსიკალური და მხატრული ნომრები . ჩვენ შეგხვდა იმერეთი . ა.გურასაშვიმა, ა.გზობავამ, ნ.გელაშვილმა, პ.შათირიშვილმა , მ.მუმლაძემ, ქ.ნარიმანიძემ ,თ.მამულაშვილმა და ა.საცერაძემ ხალისით და ენთუზუიაზმით ჩაერთნენ სასკოლო ღონისძიებაში . მათი შრომა დაგვირგვინდა კონკურსში გამარჯვებით -ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი !!!
12.11.2015
ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“.
პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კვირეულის მიზნებია:
- სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
- ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
- ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
- ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
- სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება.
გამორჩეული და საინტერესოა კვირეულის ლოგო, რომელზეც გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. საამაყოა, რომ CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები
ფიზიკის მასწავლებლის-ნელი ღოლიჯაშვილის ინიციატივით ვეწვიეთ ამ უნიკალურ გამოფენას .
25.10.2015
უნიკალური ფოტოარქივის და დოკუმენტების გამოფენა ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა"
2015 წლის 25 ოქტომბერს Xბ კლასის მოსწავლეებმა ნინო ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გახსნილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მოწყობილ გამოფენას
გამოფენა გაიხსნა 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით .გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები , მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 140 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია, ასევე, შვიდი დოკუმენტის დედანი.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გალერეაში დაცული ნ.ფიროსმანის,დ.კაკაბაძის და გუდიაშვილის ცნობილი ნამუშევრები.

14.10.2015
07.10.2015
თვითმმართველობის არჩევნები
დღეს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
,,ზოგადი განათლების კანონის" მიხედვით მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დღეს გააკეთეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავიანთი წარმომადგენლების შესარჩევად.
დარეგისტრირებული იყო 46 კანდიდატი. საბაზო საფეხურიდან 35, ხოლო საშუალო საფეხურიდან - 11 მოსწავლე. ჩვენი კლასიდან წარდგენილი იყო 3 კანდიდატი : მიშიკო შავშიშვილი, ანა ბადალიანი და მერი მუმლაძე. სააღცევნო კომისიის წევრი იყო : ხატია პაპიაშვილი . კანდიდატებმა არჩევნებამდე გამოაქვეყნეს თავიანთი საარჩევნო პროგრამა.
დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში წინასაარჩევნო მზადებამ.
დაიბეჭდა ბიულეტინები, მოეწყო საარჩევნო ოთახი, კომისიის წევრებში გადანაწილდა ფუნქციები და არჩევნები დაიწყო.....
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვეალეობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრონციპის დაცვით.
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ ,,დემოკრატიული სკოლის" და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, იღებდა ქვემო ქართლის ტელევიზია.
,,ზოგადი განათლების კანონის" მიხედვით მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დღეს გააკეთეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თავიანთი წარმომადგენლების შესარჩევად.
დარეგისტრირებული იყო 46 კანდიდატი. საბაზო საფეხურიდან 35, ხოლო საშუალო საფეხურიდან - 11 მოსწავლე. ჩვენი კლასიდან წარდგენილი იყო 3 კანდიდატი : მიშიკო შავშიშვილი, ანა ბადალიანი და მერი მუმლაძე. სააღცევნო კომისიის წევრი იყო : ხატია პაპიაშვილი . კანდიდატებმა არჩევნებამდე გამოაქვეყნეს თავიანთი საარჩევნო პროგრამა.
დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში წინასაარჩევნო მზადებამ.
დაიბეჭდა ბიულეტინები, მოეწყო საარჩევნო ოთახი, კომისიის წევრებში გადანაწილდა ფუნქციები და არჩევნები დაიწყო.....
არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ ,,დემოკრატიული სკოლის" და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, იღებდა ქვემო ქართლის ტელევიზია.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ. ხმის დამთვლელმა კმისიამ გამოავლინა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული კანდიდატები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)