28.11.2014

არა ძალადობა !

არაძალადობის საერთაშორისო დღე  (International Day of Non-Violence) დაწესებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 2007 წლის 15 ივნისს. 
ამ დღის აღნიშვნის თარიღი შემთხვევით არ დაწესებულა - 2 ოქტომბერს არის დაბადებული მაჰათმა განდი - ინდოეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი და არაძალადობის ფილოსოფიის ფუძემდებელი, რომელსაც ნათქვამი აქვს: „არსებობს ბევრი რამ, რისთვისაც მზად ვარ სასიკვდილოდ, მაგრამ არ არსებობს არაფერი, რის გამოც შემეძლოს ჩავიდინო მკვლელობა“.

9ბ კლასი მოსწავლეებმა : გიგი მაკარიძემ და თამთა დალაქიშვილმა გადაწყვიტეს გამოეხატა თავისი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. მათ მოამზადეს სლაიდშოუ და დღეს , სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე , გააკეთეს ნამუშევრის პრეზენტაცია . აღსანიშნავია რომ პრეზენტაციის  დროს გიგი და თამთა სთხოვდნენ თანაკლასელებს თავისი აზრი გამოეხატათ წარმოდგენილ მასალასთან დაკავშირებით . გაიმართა საინტერესო და ძალიან ცოცხალი დისკუსია . 

27.11.2014

კონფერენცია - საგანი : ფიზიკა

დღეს , 27  ნოემბერს , ფიზიკის მასწავლებლის - ნელი ღოლიჯაშვილის ინიციატივით   მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია . ჩვენი კლასიდან მოხსენებები მოამზადეს საბა გაფრინდაშვილმა და ლუკა ნებიერიძემ . კონფერენციას წსრებოდა საბუნებისმეტყველო კათედრის ყველა წევრი .


















17.11.2014

ვაგრძელებთ სკოლის ეზოს გამწვანებას :)

 ჩვენი სკოლის გამწვანების აქციის ესტაფეტა  ამჯერად ჩაიბარა სკოლის დებატ-კლუბმა ,,ერუდიტმა " კლუბის წევრებმა სკოლის გამოვლენილი პრობლემებიდან ერთ-ერთი საკითხად  სკოლის ეზოს გამწვანებაც დაასახელეს . სკოლის დირექტორის მოთხოვნით  დეპუტატ თენგიზ ტაბატაძის დახმარებით  მოსწავლეების მიერ დებატებზე გამოტანილი პრობლემა მოგვარდა და ნერგები დაირგო სკოლის ეზოში.ჩვენი კლასის ბიჭები ხალისით დაეხმარნენ დებატ კლუბის წევრ გოგონებს ამ კეთილი საქმის განხორციელებაში !


14.11.2014

სკოლის ეზოს გამწვანების მორიგი ეტაპი.

14 ნოემბერს #20 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიწყო ეზოს გამწვანების მორიგი ეტაპი .
 მოგეხსენებათ რომ ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანება ეტაპობრივად, სხვადასხვა პროექტების განხორციელების გზით უკვე მესამე წელი მიმდინარეობს !
ჩემმა ჭკვიანმა , ხალისიანმა და ენერგიულმა ბავშვებმა არ დაზოგეს ძალა ამ კეთილი საქმისთვის  ! ბავშვებო მე ვამაყობ თქვენით (დამრიგებელი ნ.ბიძინაშვილი) !


ნოდარ გელაშვილი
მიხეილ შავშიშვილი
ხატია კერესელიძე და საბა გაფრინდაშვილი

დაჩი გილიგაშვილი



ლუკა ნებიერიძე და დაჩი გილიგაშვილი
ნოდარ გელაშვილი, სალომე ურიადმყოფელი 



ლუკა მალუტაშვილი
საბა გაფრინდაშვილი და ლევან ნაჭყებია 


04.11.2014

პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით პირველი გაკვეთილი.

2014 წლის  4 ნოემბერს  IXბ კლასში ჩატარდა   პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით პირველი გაკვეთილი.
 პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ამ  გაკვეთილის მიზანი იყო

  •  მოსწავლეებს  გაეცნოთ  პროფორიენტაციის მიზნებს  , 
  •  გაეცნობიერებინათ  მომავალი პროფესიის არჩევნის მნიშვნელობა , 
  • ინდივიდუალურად  მოეხდინათ  პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან 
გაკვეთილის მსვლელობის დროს დამრიგებელმა გამოიყენა შემდეგი აქტივობები :
  • მინი-ლექცია
  • გონებრივი იერიში
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრეზენტაცია 
გაკვეთილზე , სტუმრების სტატუსით , გვესწრებოდნენ : მ.ბერაძე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის პროფ.ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ტრენერი )  ი.იჩქიტიძე        ( #20 სკოლის დირექტორი), მ.ჯიმშელაძე(#20 სკოლის სასწავლო ნაწილი )