18.06.2014

პროექტი "სასკოლო ახალგაზრდული სამუშოს დანერგვა საქართველოში".

პროექტი „სასკოლო ახალგაზრდული სამუშაოს დანერგვა საქართველოში“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის „ახალგაზრდული ხმები - საქართველოს“ (Youth Voices Georgia) საპილოტე პროექტს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს 4 ქალაქში - ახალციხე, გორი, რუსთავი, საგარეჯო. პროექტი ფოკუსირებული იყო სასკოლო არაფორმალური განათლების განვითარებაზე და მიზნად ისახავდა არაფორმალური და ფორმალური განათლების სკოლის დონეზე ინტეგრაციის ხელშეწყობას და არსებული პრაქტიკის ევროპულ მიდგომებთან შესაბამისობაში მოყვანა. 
პროექტის ფარგლებში შეირჩა ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების 9 წარმომადგენელი, რომელთაც ჰქონდათ ახალგაზრდებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება და საბაზო კომპეტენციები. მათ შორის მოხვდნენ სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეები თამუნა ქურდაძე და ნიკა გაბათაშვილი, რომლებიც, როგორც ახალგაზრდული მუშაკები, ფასილიტაციას უწევდნენ პროექტის საპილოტე რუსთავის #20 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ კლუბს.

 მენტორების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მოსწავლეებში ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და პროგრამის თემატიკის განვითარება კლუბის წევრების პრიორიტეტების შესაბამისად. რუსთავის #20 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბი „ლოტოსი“ სულ 20 წევრისგან შედგება, მათ შორის 8ბ კლასის მოსწავლეები : საბა გაფრინდაშვილი და ხატია პაპიაშვილი . ,,ლოტოსის" სხვა წევრებთან ერთად მათ  3 თვის განმავლობაში დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები.
16 ივნისს ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში შედგა პროექტის შემაჯამებელი ფორუმი, რომელზეც ახალგაზრდულმა კლუბებმა წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები. 



შემდეგ კლუბის წევრებმა თვითშეფასების ფორმის საშუალებით შეაფასეს საკუთარი პროგრესი და საგანმანათლებლო შედეგები. „ახალგაზრდული ხმების“ ჯგუფმა შეაჯამა როგორც პროექტი, ასევე საპილოტე მოდელი მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, საფრთხეები და შესაძლებლობების გათვალისწინებით და შეიმუშავა ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, სასკოლო არაფორმალური განათლების დანერგვისა და ხელშეწყობის მიმართულებით.
სიქა -საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია დაჯილდოვდა მადლობის ბარათით პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.




17.06.2014

ექსკურსია 2014

2014 სასწავლო წლის დასასრულს გადავწყიტეთ მოგვეწყო ექსკურსია  და მოგვენახულებინა ისეთი ღირშესანიშნაობები როგორიც არის  

ტიმოთესუბანის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი 

 მწვანი მონასტერი 
და რათქმა უნდა ბორჯომის პარკი










ამ მხარის ულამაზესმა ბუნებამ,  უძველესმა ხუროთმოძღვრულმა ძეგლებმა და სამონასტრო ცხოვრების სიბრძნემ   დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.ბორჯომის პარკში არსებულმა ატრაქციონებმა - განსაკუთრებით ,,პირატების ნავმა"  სიმწრით გვახალისა და ადგილობრივ მოსახლეობას კარგად დაამახსოვრებინა ჩვენი ვინაობა :)



დღის დასასრულს , გემრიელი ვახშამის  შემდეგ წრეში ბურთის თამასში ერთმანეთს ,,შეერკინნენ"   მშობელთა და  ბავშვთა გუნდები . გაიმარჯვეს ..... ბავშვებმა :)

სრული ფოტო მასალა იხილეთ აქ
https://plus.google.com/photos/105234238769969358871/albums/6025464895793493233

08.06.2014

ფოტოკონკურსის ,,ბედნიერი ბავშვობა" გამარჯვებული - ანა ბადალიანი

 რუსთავის თეატრალურმა  საკვირაო სკოლამ ,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  გამოაცხადა ფოტოკონკურსი ,,ბედნიერი ბავშვობა" . ჩვენი კლასის მოსწავლემ , ანა ბადალიანმა ფოტოკონკურსში მონაწილეობისთვის გაგზავნა ორი ფოტო :
 და 
 მეორე ფოტოსურათმა დაიმსახურა კონკურსის ჟიურის მოწონება და დაიკავა მეორე ადგილი. დღეს თეტრალურ სკოლაში , ჟიურის თავჯდომარემ-გ. გელაშვილმა  დააჯილდოვა ანა სამახსოვრო სიგელით 



ანი კონკურსის სხვა პრიზიორებთან ერთად დაესწრება ფოტოგრაფიის მასტერკლასს ზემოდაღნიშნულ  საკვირაო სკოლაში.

საინტერესო პროექტი

საბა გაფრინდაშვილმა და ხატია პაპიაშვილმა, ხათუნა ციხელაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს და დაამზადეს ვიდეო რგოლი , რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ მათხოვრების პრობლემას . ვიდეო რგოლი განთავსდა youtub-ზე და მონაწილეობა მიიღო ერთერთ საერთაშორისო სოციალურ პროექტში

ანსამბლ კავკასიონის მორიგი წარმატება

მაისის მიწურულს  ანსამბლი კავკასიონი(ხელმძღვანელი ემზარ ბაშარაული)გაემგზავრა ბათუმში -საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე .   ,,კავკასიონის " წევრების   უმრავლესობა მე-20 სკოლის მოსწავლეები არიან , მათგან ერთერთი -  ჩვენი ნოდარ გელაშვილი,
 ბავშვებმა გამოამჟავნეს ნამდვილი პროფესიონალიზმი და დამსახურებულად დაიკავეს 1 ადგილი 
ვულოცავთ ანსამბლ ,,კავკასიონს" მორიგ გამარჯვებას! ბავშვებო გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით !