20.06.2013

ექსკურსია - ანანური - ბაზალეთი

18 ივნისს , 7 კლასის დასრულების აღსანიშნავად მოვაწყეთ ექსკურსია ანანური-ბაზალეთი. არაჩვეულებრი ამინდი +მხიარული საზოგადოება+დედიკოების ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძები= პოზიტიური ემოციებსს, ხალისს და გართობას !!!



















ჩვენი ღია გაკვეთილი ჯეო კლასში / რუსთავის #18 სკოლა


მოგეხსენებათ რომ რუსთავში რამდენიმე სკოლას აქვს ე.წ. ჯეოკლასი , სადაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ნებისმიერი გაკვეთილი იძენს განსაკუთრებულ მომხიბლელობას და ხალისს არამარტო მოსწავლეებისთვის არამედ მასწავლებელბისთვისაც . სასწავლო წლის დასასრულს 7ბ კლასის ისტორიის მასწავლებელმა -ნინო ბიძინაშვილმა გადაწყვიტა შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაეტარებინა #18 სკოლის ჯეოკლასში . ხათუნა ციხელაშვილის დახმარებით ეს გაკვეთილი შედგა და დაუვიწყარ მოგონებად დარჩა 7ბ კლასის მოსწავლეებისთვის !

გაკვეთილის თემა იყო ამერიკის უძველესი ცივილიზაციები (მაია, აცტეკები, ინკები , ტოლტეკები და ოლმეკები ) ისტორიულ მასალასთან ერთად მუსიკის მასწავლებელმა - მაია ვეფხოშვილმა გააცნო მოსწავლეებს ინდილეთა უძველესი  საკრავი ინსტრუმენტები და მოასმენინა მათ მიერ შექმნილი , მართალია პრიმიტიული , მაგრამ ძალიან საინტერესო მუსიკა.
პირველი აქტივობის დავალება იყო- მუშაობა რუკაზე : მოსწავლეს უნდა მიეთითებინა  სად მდებარეობდა ინდიელთა უძველესი ცივილიზაციები და დაესახელებინა თუ რომელი სახელმწიფოებები მდებარეობს დღეს იმ ტერიტორიაზე
საბა გაფრინდაშვილი

 ლაშა გიანაშვილი
 მიშიკო შავშიშვილი
ხატია პაპიაშვილი
შემდეგი დავალება იყო - ემუშავათ ქრონოლოგიურ ხაზზე და მოენიშნა თვითოეული ცივილიზაციის არსებობის ისტორიული მონაკვეთი
თამთა დალაქიშვილი
მესამე აქტივობის არსი მდგომარეობდა იმაში რომ მოსწავლეს , წარმოდგენილ არტეფაქტების ადგილმდებარეობის მითითებაში უნდა ეპოვა შეცდომა 
 ანა ბადალიანი

 დაჩი გილიგაშვილი
 თამარ ტოფაძე
 მერი მუმლაძე
სალომე ურიადმყოფელი
ანა გუმბერიძე
ბოლო დავალების მოთხოვნით მოსწავლეს სურატების მიხედვით უნდა ,,აეწყო" ინდილეთა სოციალური იერარქია 
ნოდარ გელაშვილი
სანამ ერთი მოსწავლე მუშაობდა ელექტრონულ დაფაზე , დანარჩენები დავალებას ასრულებდნენ პერსონალურ კომპიუტერზე , სწორედ ამიტომ საკლასო ოთახში სუფევდა სრული სიჩუმე და სახეზე იყო 100% ჩართულობა !

 ქეთი ნარიმანიძე

ლუკა ნებიერიძე
თუმცა ზოგმა ცუღლუტმა მოსწავლემ მაინც მოახერხა ,,გართობა" :)და სავალდებულო დავალებებთან ერთად  კომპიუტერის ეკრანზე დაგვხდა  ,,მხატრული " შემოქმედება      ა-ლა პიკასოს !

მაიკო მასწავლებელმა მოიძია რამდენიმე საინტერესო ვიდეო რომელიც მოგვითხრობდა თუ რაზე და როგორ უკრავდნენ ძველი ინდიელები , შემოგთავაზებთ ერთს , სამაგიეროდ ძალიან შთამბეჭდავს !