7 ბ კლასის მოსწავლეებს ჩაფიქრებული ჰქონდათ 15 აპრილისთვის ღონისძიება , რომლის მთავარი თემა იქნებოდა სიყვარული , მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ღონისძიება გადაიდო და მხოლოდ დღეს შედგა . როგორც ყოველთვის ორიგინალური იდეის ავტორები იყვნენ საბა გაფრინდაშვილი და ხატია პაპიაშვილი . მათ შეადგინეს შემეცნებითი და სახალისო სლაიდ შოუები , შეარჩიეს ლექსები და დაწერეს სცენარი ჩვენი პირველი , მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ,, ცარცის წრე".(რეჟისორი: გიორგი ცირეკიძემ
რა თქმა უნდა ბევრი ვინერვიულეთ , ზოგს სიტყვებიც კი დაავიწყდა, მაგრამ ჩვენი მაყურებელი იყო კეთილგანწყობილი , გვამხნევებდა ტაშით და დაგვაძლევინა ყველა კომპლექსი !
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მაიკო მასწავლებელს რომელსაც ჩვენთვის ყოველთვის აქვს დრო , კეთილი რჩევა და ბრძნული დარიგება