21.12.2012

2012 სასწავლო წლის ბოლო დღე


21 დეკემბერს  სკოლას მიაშურეს 7ბ კლასის ყველაზე ერთგულმა მოსწავლეებმა .
სხავთაშორის მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ჰქონდა გულწრფელი მცდელობა ჩაეტარებინათ გაკვეთილები
მაგრამ საახალწლო განწყობილება ყველანაირად უშლიდა ხელს საგაკვეთილო პროცესებს !
ბოლო გაკვეთილზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაფაზე დაეხატათ  ერთმანეთის პორტრეტები , მაგრამ განსაკუთრებული ფორმით :)


 როგორც ყოველთვის ლუკა ნებიერიძემ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა დავალებისადმი , ოღონდ არ გაგვიმხილა ვინ დახატა
ჩემო ლამაზებო და  ჭკვიანებო !!! გილოცავთ დამდეგ 2013 წელს ! ეს ახალი წელი იყოს ულევი სიხარულის და სიყვარულის მომტანი თქვენთის და თქვენი ოჯახებისთვის !

20.12.2012

ვიდეო fashion day

ჩვენი ღონისძიების შესახებ გავაკეთეთ პატარა ვიდეო კოლაჟი ,
მისი ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

17.12.2012

fashion day

ღონისძიება გამოგვიდა    ხალისიანი და სიურპრიზებით აღსავსე  
წამყვანები იყვნენ ხატია პაპიაშვილი და საბა გაფრინდაშვილი , მათ შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას საინტერესო შემეცნებითი სლაიდ შოუები სამოსზე, მოდის ისტორიაზე და თანამედროვე ტენდენციებზე მოდაში

მოდელებმა წარმოადგინეს  4 კოლექცია: ზამთრის; ქუჩური, კლასიკური და ეროვნული სამოსი









ჩვენი ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე უფროსწორედ სურათები შეგიძლიათ იხილოთ ამ  ლინკზე !

დიდ მადლობას ვუხდით მაია ვეფხოშვილს ყურადღეისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის

16.12.2012

ოჰ ეს მოდა

მოგეხსენებათ რომ 14 დეკემბერს დაიწყო მოდის კვირეული თბილისში. 7ბ კლასის  გოგონებმა გადაწყვიტეს არ ჩამორჩენილიყვნენ  თანამედროვე  მოვლენებს და მოაწყეს ნაკლებად გრანდიოზული , მაგრამ არანაკლებ საინტერესო  ჩვენება 20 სკოლის სააქტო დარბაზში . ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ 17 დეკემბრის პუბლიკაციაში !

11.12.2012

გამოვლინდა ფოტოკონკურსის გამარჯვებული !

საუკეთესო ფოტოდ აღიარებული იქნა ხატია პაპიაშვილის იდეის მიხედვით  გადაღებული ფოტო! ხატიას ვულოვავთ გამარჯვებას !!!!